ცვლილების მიხედვით, არასრულწლოვანი თავისუფლდება „დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის
შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდის
ვალდებულებისაგან.
კანონის თანახმად, არასრულწლოვნის მიერ არასაპატიმრო სასჯელისთვის,
პირობითი მსჯავრისთვის ან დაკისრებული მოვალეობის შესრულებისთვის
თავის არიდების შემთხვევაში მოსამართლე სააგენტოს წარდგინებისა და
შესაბამისი მასალების განხილვის საფუძველზე, წარდგინების შეტანიდან 7
დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას არასაპატიმრო სასჯელის, პირობითი
მსჯავრის ან დაკისრებული მოვალეობის უცვლელად დატოვების ან შეცვლის
შესახებ.
მოსამართლე სააგენტოს წარდგინებას სააგენტოს მოსამსახურის − პრობაციის
ოფიცრის და არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით
განიხილავს. მოსამართლეს უფლება აქვს, მხარის ინიციატივით მოიწვიოს და
დაკითხოს მოწმეები.
არასაპატიმრო სასჯელშეფარდებული არასრულწლოვნის/პირობით მსჯავრდებული
არასრულწლოვნის დასრულებული სააღსრულებო საქმე არაუმეტეს 10 წლის
ვადით ინახება სააგენტოს არქივში და ამ ვადის გასვლისთანავე
ნადგურდება.
რაც შეეხება პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ჩანაწერს,
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების
თარიღამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური სამსახური აცნობებს
სააგენტოს მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ. სააგენტო შეისწავლის
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ოჯახურ მდგომარეობას და საცხოვრებელ
პირობებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური
სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. შესწავლის შედეგებს
სააგენტო პენიტენციურ სამსახურს უგზავნის.
პენიტენციური სამსახური ამზადებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის
სოციალური ჩართულობის საქმეს, რომელშიც აღნიშნულია სასჯელის მოხდის
პერიოდში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის ქცევა, მის მიერ წარსულში
დანაშაულის ჩადენის ფაქტები, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პიროვნება,
მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სხვა გარემოებები, რომლებმაც
შეიძლება გავლენა მოახდინოს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი
საბჭოს გადაწყვეტილებაზე. პენიტენციური სამსახური არასრულწლოვანი
მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმეს სააგენტოს მიერ გაგზავნილ
შესწავლის შედეგებთან ერთად, გადაწყვეტილების მისაღებად პენიტენციური
სამსახურის ადგილობრივ საბჭოს უგზავნის. შესწავლის შედეგები და
მსჯავრდებულის სოციალური ჩართულობის საქმე ინდივიდუალური შეფასების
ანგარიშის ნაწილია.
მასალის გამოყენების პირობები