შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა
ორი წლის შემდეგ, პირველად გამოაქვეყნა.
უწყების ინფორმაციით, 2017 წელს სულ რეგისტრირებულია 37 944
დანაშაული, რომელთა 53.2% გახსნილია. 2016 წელთან შედარებით,
რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია 5.4%-ით. 2016 წლის
გახსნის მაჩვენებელი 57.4%-ია.
ქვეყანაში 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 64.5% წარმოადგენს
ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და
ნარკოტიკულ დანაშაულებს.
შსს-ს ცნობითვე, რეგისტრირებული დანაშაულის ზრდის ტენდენცია,
ძირითადად, არის შემდეგ დანაშაულებზე:
- დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 108-116-ე
მუხლები) - 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.7% (ამ სახის
რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა 2016 წელთან შედარებით -
11.9%-ით);
-დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 117-126 პრიმა
მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 14.1% (ზრდა 2016
წელთან შედარებით - 14.8%-ით);
- დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
(საქართველოს სსკ-ს 142-170-ე მუხლები) - სულ 2017 წელს
რეგისტრირებული დანაშაულის 2.2% (ზრდა 2016 წელთან შედარებით -
23.2%-ით);
-დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს 177-189-ე
მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 37.9% (ზრდა 2016
წელთან შედარებით - 8.1%-ით);
- დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს
287-306-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 2.3%
(ზრდა 2016 წელთან შედარებით - 127.8%-ით);
-დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ (საქართველოს სსკ-ს
343-363-ე მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 6.4%
(ზრდა 2016 წელთან შედარებით - 17.5%-ით);
-დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ (საქართველოს
სსკ-ს 377-381პრიმა-2 მუხლები) - სულ 2017 წელს რეგისტრირებული
დანაშაულის 2.5% (ზრდა 2016 წელთან შედარებით - 20.5%-ით).
რაც შეეხება რეგისტრირებული დანაშაულის კლების ტენდენციას, ის,
ძირითადად, არის შემდეგ დანაშაულებზე:
- დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ
(საქართველოს სსკ-ს 222-239-ე მუხლები) - სულ 2017 წელს
რეგისტრირებული დანაშაულის 4.1% (კლება 2016 წელთან შედარებით-
19.5%-ით);
- ნარკოტიკული დანაშაული (საქართველოს სსკ-ს 260-274-ე მუხლები) - სულ
2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 12.5% (კლება 2016 წელთან
შედარებით - 8.3%-ით);
-სატრანსპორტო დანაშაული (საქართველოს სსკ-ს 275-283-ე მუხლები) - სულ
2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 6.9% (კლება 2016 წელთან
შედარებით - 16.4%-ით).
უწყების ინფორმაციითვე, კლების ტენდენციაა ნარკოტიკულ დანაშაულში
(საქართველოს სსკ-ს 260-274-ე მუხლები). ამასთან, კლება ფიქსირდება
ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებულ თითქმის ყველა მუხლზე, მათ
შორის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე (273-ე, 273-პრიმა
მუხლები).
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები