შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში ამოღებული ნარკოტიკული
საშუალებების სტატისტიკას აქვეყნებს.
„ამოღებულია: 2 კილოგრამამდე ჰეროინი, 4 კილოგრამამდე ოპიუმი, 100
შეკვრამდე დაფასოებული ე.წ. სირეცი, 576 ცალი ნარკოტიკული საშუალება
ბუპრენორფინის შემცველი აბები, ბიოს შემცველი 500 ფირფიტა, 296 აბი
ექსტაზი, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ
შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავეს.
დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, დაახლოებით 1 კილოგრამი
ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.არსებული ინფორმაციით, დაკავებულები
აღნიშნული ნარკოტიკის გასაღებას საქართველოში აპირებდნენ, თუმცა
სამართალდამცველებმა ნარკორეალიზატორების განზრახვა დროულად აღკვეთეს.
ასევე, დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო
ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ქსელით
თურქეთი და ევროპის ქვეყნები ავღანური ნარკოტიკით მარაგდება.გამოძიება
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის
ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“-აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, ბოლო
თვენახევრის განმავლობაში, არაერთხელ მოხდა განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ამოღება.
„2018 წლის 21 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში, ირანის კიდევ 2 მოქალაქე დააკავეს.პოლიციამ,
დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, კანფეტის ქაღალდში დაფასოებული 3.8
კილოგრამი ოპიუმი ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ
შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან
20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2017 წლის დეკემბერში გამოვლენილი ფაქტებიდან აღსანიშნავია
შემდეგი:
• სამართალდამცველებმა, თბილისში 1 პირი დააკავეს. ამოღებულ იქნა 500
აბზე მეტი ბუპრენორფინის შემცველი სუბუტექსის აბები.
• ასევე, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 160 აბია
ამოღებული ქ. თბილისში. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.
• 1 პირის დაკავება მოხდა „წითელ ხიდთან“. ამოღებულია 3 შეკვრად
დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
• 3 პირის დაკავება მოხდა ქ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში.
ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება
ჰეროინი.
• ასევე, დაკავებულ იქნა ირანის მოქალაქე. ამოღებულია 1 კილოგრამამდე
ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.
2018 წლის იანვარში, სხვადასხვა სახის ნარკოტიკებთან ერთად,
ამოღებულია 376 აბი „სუბოქსინი“, 298 აბი „ექსტაზი“, 7 შეკვრად
დაფასოებული კოკაინი, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება
„მეტადონი“, ასევე, 100 გრამზე მეტი ჰეროინი, 500 ფირფიტაზე მეტი
ფსიქო აქტიური ნივთიერება ე.წ «ბიო»,ეს არის ამოღებული ნარკოტიკული
საშუალებების არასრულო ჩამონათვალი.“
მასალის გამოყენების პირობები