შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს
კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო
კონტროლი განახორციელა.
უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 26-27 იანვარს, საპოლიციო კონტროლის
დროს, სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის 57 დანაშაული
გამოავლინეს, მათ შორის:
-ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და
ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 9 ფაქტი;
-ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი)
– 15 ფაქტი;
-ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა-გატანის
(სსკ-ს 262-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
-სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) – 2 ფაქტი;
-პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ს 353-ე მუხლი) – 3
ფაქტი;
-ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
-ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) – 3 ფაქტი;
-ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 5 ფაქტი;
-ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
უწყების ცნობითვე, დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883
შემთხვევა, მათ შორის:
-ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) - 28 ფაქტი;
-წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 9 ფაქტი;
-პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 21 ფაქტი;
-პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს
173-ე და 166-ე მუხლები) - 13 ფაქტი;
-ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 21 ფაქტი.
სამინისტროს ინფორმაციით, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს სხვადასხვა სახის
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 2
შაშხანა, 1 რევოლვერი, 1 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 3
ხელყუმბარა, 1 დეტონატორი, 300 გრამი ტროტილი და 122 სხვადასხვა
კალიბრის საბრძოლო ვაზნა.
ასევე, ამოღებულია: 3 შეკვრა ჰეროინი, 1 შეკვრა „ბიო“, 100 აბი
„გერალგინი“, 1 შეკვრა ამფეტამინი; 1 შეკვრა „მდმა“ და სხვა.
საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის
სამართლის დანაშაულისთვის - 16, ხოლო ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისთვის – 36 პირი დააკავეს. პოლიციამ ასევე 2 ძებნილი
პირიც დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები