კახეთის სამხარეო პოლიციას თაღლითობის ბრალდებით დაკავებული დიმიტრი
ჯავახიშვილი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში
განაცხადა.
ჯავახიშვილი ჰყვება, რომ მან და მის მეგობრებმა კახეთში დაარსეს
შ.პ.ს. “ახაშენი“, მოსახლოებისგან ყურძენს იბარებდნენ, შემდეგ კი
ღვინის რეალიზაცია უნდა დაეწყოთ.
-„გამოძიებას დაებადა გონივრული ეჭვი, რომ 15 დღეში თაღლითობას
ვაპირებდით და მოსახლეობისთვის თანხა აღარ უნდა გადაგვეხადა. დაიწერა
პატაკი და მოახდინეს რეაგირება. ჩვენი მეგობრების ნაწილი თბილისში
ვიყავით, სადაც კახეთის სამხარეო პოლიცია ჩამოვიდა და დაგვაკავა.
დაიწყო ჩვენზე ძალადობა. არ წარმოუდგენიათ საბუთები, უბრალოდ ადამიანი
მოდის, „პადრუშკს“ გიყრის და გეუბნება ჩაჯექი მანქანაშიო. ჩვენც
მოვახდინეთ რეაგირება, შევეპასუხეთ, რა დროსაც აგრესია გამოხატეს.
აგრესია ისაა, რომ ადამიანი, ქუჩაში რომ დგახარ, ძალად გტენიან
მანქანაში და არც საბუთს გაჩვენებენ, არ გიხსნიან რაზე გაკავებენ.
გიორგი კლიმიაშვილმა, რომელიც გახლავთ კახეთის სამხარეო პოლიციის
უფროსის მოადგილე, ტელეფონი და საფულე წამართვა და თანხა მოიპარა. ეს
კამერებმაც დააფიქსირეს. ჩემი ჯიბიდან საფულე ამოიღო, სადაც გარკვეული
თანხა მედო. როდესაც უკვე თელავის პოლიციაში გადაგვიყვანეს, ფული არ
იყო იმდენი, რამდენიც მქონდა. ნახევარი თანხა დალუქულია და კახეთის
სამხარეო პოლიციაში დევს.“
ადვოკატ ელზა ჯმუხაძის თქმით, დიმიტრი ჯავახიშვილის მისამართით
დადასტურებულია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. მისი
მტკიცებით, დაზიანებები სასჯელაღსრულების დაწესებულებამ დააფიქსირა.
ელზა ჯმუხაძის ინფორმაციით, 2013 წლიდან დიმიტრი ჯავახიშვილის
წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელთაგან ერთი
შეწყდა, ხოლო ორზე გამამართლებელი განაჩენი დადგა.
-„ ბოლო გამამართლებელი განაჩენიდან მეორე დღეს, მეოთხე სისხლის
სამართლებრივი დევნა ისევ დაიწყო. მე ამას ვარქმევ მიზანმიმართულ
დევნას, რა მიზნით და რატომ სდევნიან, ჯერჯერობით ჩემთვის
უცნობია."
ცნობითვის, შპს “ახაშენი“, რომელზეც დიმიტრი ჯავახიშვილი საუბრობს,
200-მდე მევენახეს ჩაბარებული ყურძნის საფასურს აღარ აძლევს.
დაზარალებულმა მევენახეებმა გასული წლის 19 დეკემბერს თელავში აქციაც
გამართეს, ისინი კუთვნილი თანხის მიღებაში ხელისუფლებას დახმარებას
სთხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები