შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციის და
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის
მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
18-19 თებერვალს განხორციელებული საპოლიციო კონტროლის შედეგად,
დაკავებული იქნა 3 ძებნილი პირი და ქვეყანაში
არალეგალურად მყოფი რუსეთის 1 მოქალაქე.
გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ შორის:
1. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების
(სსკ-ს
236-ე მუხლი) 20 ფაქტი;
2. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ს 260-ე მუხლი)
15
ფაქტი;
3. ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების (სსკ-ს 273-ე მუხლი)
24
ფაქტი;
4. ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) 28 ფაქტი;
სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
769
ფაქტი, მათ შორის:
1. ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45 -ე მუხლი) 71
ფაქტი;
2. წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) 7 ფაქტი;
3. დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე
მუხლები) 38
ფაქტი;
4.ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-ე პრიმა მუხლი) 34 ფაქტი;
5. საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის (ასკ-ს 171-ე მუხლი) 30
ფაქტი;
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი,
1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4
კაპსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე,
ამოღებულია 73 აბი "სუბუტექსი", 1 შეკვრა "ბუპრენორფინი", 5 შეკვრა
"ბიო", 6 აბი და აბის ნატეხი "სუბოქსინი", 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა
მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა.
შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა 37 პირი,
მათ შორის: 11 პირი - სსკ-ს 260-ე მუხლით, 7 პირი – სსკ-ს 236-ე
მუხლით, 14 პირი – სსკ-ს 177-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ს 273-ე მუხლით,
2 პირი - სსკ-ს 353-ე მუხლით და 1 პირი - სსკ-ს 117-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები