ინგა ბიტარაშვილი
[caption id="attachment_2051" align="alignright" width="300" caption="ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა"]
[/caption]
26 ოქრომბერს, დაახლოებით 17 საათზე, გურჯაანში თავისუფლების ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ოპელის მარკის ავტომობილი ჯერ მანქანას, შემდეგ კი გაჩერებაზე მდგარ დედა-შვილს დაეჯახა.
"ოპელის მძღოლი არის ნასვამ მდგომარეობაში. იგი ჯერ აფთიაქთან მდგარ გაჩერებულ შავი ფერის გოლფს დაეჯახა, შემდეგ კი _ `პაპას ბაღთან~ გაჩერებაზე დედა-შვილს და საგზაო ნიშანს. მცირეწლოვან ბავშვს სახის არეში აქვს დაზიანებები, თუმცა საბედნიეროდ, ცოცხალი გადარჩა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოშია გადაყვანილი," _ გვითხრა საპატრულო პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.
მისივე თქმით, ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის შემთხვევებზე გამკაცრებული ჯარიმები 2010 წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში. მანქანის მართვისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი 150 ლარის ნაცვლად, ჯარიმის სახით 200 ლარს გადაიხდის; ხოლო მთვრალი მძღოლისთვის ტრანსპორტის სამართავად გადაცემა 170 ლარის ნაცვლად _250 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული გამკაცრებული ჯარიმების მიზეზად, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი პავლე კუბლაშვილი, იმ დროისთვის, ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისას მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკას ასახელებდა. 2011 წლის იანვარ-სექტემბერში 3,277 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, რომლის დროსაც დაიღუპა 391, დაშავდა 4,917 ადამიანი. აქედან სიმთვრალით გამოწვეული-209 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. (http://natakhtari.wordpress.com).
მასალის გამოყენების პირობები