სამართალი
შირაქში მომხდარ ინციდენტს სამინისტრო გამოეხმაურა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, შირაქის ველზე, ქარსაცავი ზოლის გადაწვასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შირაქის ველზე გაჩენილი ხანძრების გამო, განადგურდა არსებული ქარსაფარი ზოლების დიდი ნაწილი. დაიწვა როგორც ძველი ქარსაფარები, ასევე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში გაშენებული ნარგავები. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა "ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში" გერმანიის მთავრობისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით, ახორციელებს ქარსაფარი ზოლების აღდგენის საცდელ-სამოდელო პროექტს. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე აღდგენილი იქნა 66 კილომეტრამდე ქარსაფარი ზოლი. პროექტის თანამშრომლების პირველადი ვიზუალური შეფასებით, აღდგენილი ქარსაფარების 90 %-მდე განადგურდა. "აღსანიშნავია, რომ განადგურებული ქარსაფარების ფართობი ბევრად აღემატება GIZ-ის პროექტის ფარგლებში აღდგენილ ფართობს: დამწვარია მრავალწლოვანი ხეები, ბუჩქები, განადგურდა საბინადრო გარემო ცხოველებისათვის. ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, ეს ყველაფერი აუცილებლად ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს მომავალი წლეების მოსავალზე", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. მისივე თქმით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ GIZ-ის პროექტის, სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან პერმანენტულად ხორციელდებოდა პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის მდგრადი სოფლის მეურნეობის და ადგილობრივ ფერმერთა და მწყემსების ცნობიერების ამაღლების კუთხით. აქვე უნდა აღინიშნოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს, შსს-ს დედოფლისწყაროში არსებული სამაშველო სამსახურის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დედოფლისწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენრტრისა და შპს "მექანიზატორის" ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა ხანძრის შეჩერების და ლიკვიდაციის საკითხში. აგულაშვილის განმარტებით, სტატისტიკური მონაცემებით და ანგარიშებით ირკვევა, რომ ხანძრები დიდ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ტყეებისათვის. ბოლო 10 წლის განმავლობაში ხანძრით თითქმის 4000 ჰა ტყის ფართობი დაზიანდა და გამოვლინდა ხანძართან დაკავშირებული მასშტაბური კატასტროფის მაღალი რისკი. "ტყეში ხანძრის წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა, შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ინფორმირება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების, ტყეში სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძრის ჩაქრობის საკითხებზე. ასევე, ტყის ხანძარსაშიშ უბნებში და გზებზე ცეცხლთან ფრთხილი მოპყრობის და სახანძრო უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე", - განაცხადა მან. მინისტრის თქმითვე, ტყის ხანძრებმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას, როგორც ტყის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე გამოიწვიოს ხანძრების შემდგომი მეორადი ბუნებრივი კატასტროფები, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. "ზაფხულის პერიოდში, მაღალი ტემპერატურული პირობების, ლაშქრობისა და საპიკნიკე სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით იმატებს ტყეში ხანძრის წარმოშობის რისკები". ინფორმაციისთვის, ხანძრის წარმოშობის მხრივ, განსაკუთრებული რისკის მატარებელია წიწვოვანი კორომები. 2012 წელს ტყის ხანძრის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 199 ჰა ტყის მასივი განადგურდა, 2013 წელს 35 ხანძრის შემთხვევამ - 88 ჰა ფართობი მოიცვა. 2014 წელს ტყის ხანძრის 69 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც 705,14 ჰა ტყის მასივი დაზიანდა. 1 ჰა დამწვარი ტყის აღდგენასა და მოვლას, ათწლეულები და დაახლოებით 30 000 ლარზე მეტი სჭირდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოგიწოდებთ გაითვალისწინოთ ტყის ხანძრებისაგან დაცვის საერთო მოთხოვნები. კერძოდ: ნუ გადააგდებთ ანთებული სიგარეტის ნამწვს; ნუ დატოვებთ ტყეში ადვილად აალებად ნივთიერებებს; ნუ დატოვებთ კოცონს უყურადღებოდ; გაფრთხილებთ, რომ ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას კანონის შესაბამისად. აგულაშვილის თქმით, ასევე, ყურადღება უნდა გამახვილდეს სხვადასხვა დღესასწაულის დროს პიროტექნიკის გამოყენებისას, მაქსიმალურად უნდა იქნეს უსაფრთხოების ზომები დაცული ან საერთოდ არ უნდა იქნეს გამოყენებული ტყის მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე. "არც მეტყევე, არც მეხანძრე, არც ტექნიკა (მათ შორის ვერტმფრენიც), არც პრევენციული ღონისძიება არ არის გარანტია, რომ თითოეული ჩვენგანის თუნდაც გაუცნობიერებელი მოქმედების შედეგად არ გაჩნდება ხანძარი გავფრთხილდეთ და გავუფრთხილდეთ არა მარტო ბუნებას, იმ ხალხსაც, ვინც ჯერ ებრძვის ამ სტიქიას და შემდეგ ცდილობს მისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრას", - აღნისნავს მინისტრი. სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან ხანძარსაწინააღმდეგო წესები, რადგან ყოველგვარი პრევენციული ღონისძიებები უშედეგოა, თუ თითოეული ჩვენგანი გაუფრთხილებლად მოექცევა გარემოს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია speqtri.ge-მ გუშინ პირველმა გააშუქა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, 
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26.07.2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,
არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა
სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11.07.2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს
და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო
აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 7 °C
img
საგარეჯო 0 / 1 °C
img
დ.წყარო 3 / 4 °C
img
სიღნაღი 4 / 5 °C
img
ლაგოდეხი 4 / 4 °C
img
ყვარელი 3 / 7 °C
img
თელავი 1 / 2 °C
img
ახმეტა 1 / 1 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.