სამართალი
EMC კახეთში მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტებს ეხმაურება
"პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს სახელმწიფო ეფექტურად ვერ პასუხობს", - წერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). მათი ცნობით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, მედიით ვრცელდება ინფორმაცია პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, ცემის, არასათანადო მოპყრობის არაერთ ფაქტზე, რომელშიც, მოქალაქეები, მათ შორის, პოლიციის მაღალი რანგის თანამშრომლების მონაწილეობაზე მიუთითებენ. "მოქალაქეთა განცხადებების სიმრავლე პოლიციის უკანონო მოქმედებების შესახებ, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნების სავარაუდო მონაწილეობის შემთხვევები, აჩენს განცდას, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ინდივიდუალური გადაცდომების სახეს სცდება. პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყება და დაწყებული გამოძიებების გაჭიანურება, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დანაშაულის სავარაუდო ფაქტებზე შიდა მოკვლევის გზით რეაგირება აძლიერებს განცდას, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ეფექტურად ვერ პასუხობს ძალადობის შემთხვევებს, ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეთა დასჯას, რაც დამატებით ახალისებს პოლიციელების თვითნებურ და უკანონო მოქმედებებს", - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. მათივე თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თელავის რაიონში მოქალაქე გურამ მელიქიშვილის მიმართ პოლიციამ ფიზიკური ძალა გამოიყენა სასურველი ჩვენების მიღებაზე უარის თქმის შემდეგ. მოქალაქე ოთარ სეფაშვილის განცხადებით, ყვარელში, მას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. ასევე ყვარელში, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ სასურველი ინფორმაციის მიღების მიზნით, სცემა მოქალაქე კოხტა ვარადაშვილი. გუშინ გავრცელებულ ვიდეოში, მოქალაქე ლიკა კიკიანი საუბრობს თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ცემასა და შეურაცხყოფაზე. რამდენიმე დღის წინ, ასევე გავრცელდა ინფორმაცია თბილისში მოქალაქეების ფილიპე ბაბაიანისა და არტურ ოგანეზოვის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებულ სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით. EMC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფილიპე ბაბაიანის განცხადების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ასევე, როგორც ცნობილია, ლიკა კიკიანის საქმეზე მოკვლევას აწარმოებს შსს-ის გენერალური ინსპექცია და ამ საქმით პროკურატურა არ დაინტერესებულა. პროკურატურა არ ავრცელებს ინფორმაციას არც სხვა საქმეებზე გამოძიების დაწყების ფაქტის შესახებ. "ხსენებული შემთხვევები, რომელთა შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა არაერთ მედიასაშუალებაში, ცალსახად შეიცავს კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, რაც კანონის მოთხოვნების შესაბამისად გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გამხდარიყო.[1] კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც საუბარია პოლიციის მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე, საქმეზე გამოძიება უნდა აწარმოოს პროკურატურამ.[2] შსს-ის გენერალური ინსპექციის მანდატი არ არის და არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივ ფაქტებზე რეაგირება. ის ვერ ჩაითვლება გამოძიების მწარმოებელ ობიექტურ ორგანოდ, როდესაც მოქალაქეები ძალადობაში პოლიციის წარმომადგენლებს ადანაშაულებენ", - აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლებამ ნათელი პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს. ამისთვის, ინდივიდუალურ შემთხვევებში ეფექტური გამოძიების ჩატარების გარდა, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ აღიაროს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროება და დროულად დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით. არასათანდო მოპყრობის ფაქტებთან ბრძოლის რეალური პოლიტიკური ნება სწორედ ამ გზით შეიძლება იყოს გამოხატული. EMC მოუწოდებს პროკურატურას, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა და დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაიწყოს გამოძიება. ასევე, მოვუწოდებს ხელისუფლებას, დროულად აწარმოოს ღია განხილვა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხზე. არასათანდო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესწავლისა და საკითხის სისტემური ანალიზის მიზნით, EMC გეგმავს საქართველოს რეგიონებში მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია პოლიციის საქმიანობის შესახებ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, 
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26.07.2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,
არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა
სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11.07.2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს
და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო
აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 7 °C
img
საგარეჯო 0 / 1 °C
img
დ.წყარო 3 / 4 °C
img
სიღნაღი 4 / 5 °C
img
ლაგოდეხი 4 / 4 °C
img
ყვარელი 3 / 7 °C
img
თელავი 1 / 2 °C
img
ახმეტა 1 / 1 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.