სამართალი
დაზარალებულის ოჯახი იურისტების დახმარებაზე უარს აცხადებს
გასულ კვირას გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ძალადობის ფაქტი გახმაურდა. როგორც ცნობილი გახდა, მერვეკლასელმა ბიჭებმა მეშვიდეკლასელი გოგონა გააუპატიურეს. დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც "სპექტრთან“ ინტერვიუში საჯარო სკოლის დირექტორი აღნიშნავს, შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა. - "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სკოლის ტერიტორიაზე, საგაკვეთილო პროცესის დროს არაფერი ძალადობის მაგვარი და მაგის მსგავსი არ მომხდარა. ჭორის დონეზე ვერაფერს გავავრცელებ და ვერც კომენტარს გავაკეთებ, რადგან არაფერი ვიცი. ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ.“ აღნიშნულ ფაქტზე საქმე სსკ-ის 138–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს. მასალების მიხედვით, მე–7 კლასელი გოგონას გაუპატიურებაში, ამ ეტაპზე, ამავე სკოლის მე–8 კლასის ორი მოსწავლე ბიჭის ბრალეულობაა გამოკვეთილი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კახეთის ოფისმა გოგონას ოჯახს სამართლებრივი დახმარება შესთავაზა, თუმცა მათგან უარი მიიღო. - "ჩვენ დახმარების გაწევა აღუთქვით, მაგრამ მათგან აგრესიული უარი მივიღეთ. ალბათ გაღიზიანებულები არიან. მიზეზი, თუ რატომ არ დაგვთანხმდნენ თანამშრომლობაზე, თავად ოჯახთან უნდა მოიკითხოთ,“- აღნიშნა კახეთის კოორდინატორმა მარეხ მგალობლიშვილმა. მისივე განმარტებით, საბედნიეროდ, მსგავსი პრობლემით საიას კახეთის ოფისისთვის ჯერ არავის მიუმართავს. ოჯახმა ასევე უარი განაცხადა სოციალური მუშაკის დახმარებაზე. "სპექტრთან“ საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტის მართვის მენეჯერი ანა არგანაშვილი აღნიშნავს, რომ პრობლემა თანაბრად ეხება ძალადობას როგორც სრულწლოვნებზე, ასევე არასრულწლოვნებზე. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ყველა ქალისა და ბავშვის უსაფრთხოება. სახელმწიფო სტრუქტურები ყურადღებით უნდა მოეკიდონ ამ შემთხევების პრევენციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებების პასუხისმგებლობა და როლი, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვნებს, პოლიცია და სხვა საგამოძიებო სტრუქტურებიც ადექვატურად უნდა მოქმედებდნენ. სამწუხაროდ, თუ ასეთი ფაქტები ხდება, აუცილებელია დაზარალებულის რეაბილიტაცია, სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა. თანაბრად მნიშვნელოვანია ასეთი ფაქტების პრევენცია. სახელმწიფოს აქვს ბავშვთა დაცვის მთელი სისტემა, ამ შემთხვევაში მხოლოდ ოჯახმა არ უნდა იზრუნოს ბავშვზე. თუ ოჯახი ამას ვერ ახერხებს, საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა. არსებობს სოციალური მომსახურების სააგენტო და მათ ყველა ზომა უნდა მიიღონ ბავშვის დასაცავად.“- გვითხრა ანა არგანაშვილმა. მისივე განმარტებით, ქვეყანაში მსხვერპლისთვის რეაბილიტაციის გაწევის სერვისი არ მუშაობს. "- რამდენადაც ვიცი, ასეთ შემთხვევაში დაზარალებულის რეაბილიტაციის მომსახურება არ არის განვითარებული. არც რეგიონებში და არც თბილისშია ხელმისაწვდომი. ეს არის სახელმწიფოს ძალიან სერიოზული პრობლემა, რასაც სათანადო ყურადღება სჭირდება. ფსიქოლოგის მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა მსხვერპლი არ დარჩეს კონსულტაციის გარეშე.“ ანა არგანაშვილი კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მედიასაშუალებებმა საკითხი დაზარალებულის მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით გააშუქეს. "ძალიან შემაშფოთებელია, რომ ეს თემა გაშუქდა მედიაში ბავშვის კონფიდენციალობის დარღვევის რისკით. სამწუხაროდ, დასახელებული იყო სოფელი, სკოლის დირექტორის ვინაობა, ვიდეო-სიუჟეტიც იდენტიფიცირებადია. მედია პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ასეთ საკითხს, რადგან ერთი უფლების დაცვა მეორეს დარღვევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.“ აღსანიშნავია, რომ გოგონაზე მოძალადეთაგან ერთ-ერთი 13 წლის არის და ის მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან სრულად თავისუფლდება. მეორე კი 14 წლისაა, თუმცა პოლიციას ჯერ არ დაუკავებია. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე გვაქვს ჯგუფურ გაუპატიურებასთან, მაგრამ გამოიკვეთება თუ არა სხვა პირთა ბრალეულობა, ამას გამოძიება დაადგენს. თამარ კაპანაძე
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, 
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26.07.2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,
არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა
სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11.07.2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს
და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო
აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 1 / 8 °C
img
საგარეჯო 5 / 6 °C
img
დ.წყარო 0 / 4 °C
img
სიღნაღი 1 / 9 °C
img
ლაგოდეხი 1 / 6 °C
img
ყვარელი 1 / 8 °C
img
თელავი 6 / 7 °C
img
ახმეტა 7 / 7 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.