9 ოქტომბერს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 4 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა
9 ოქტომბერს ფოტომახემ ერთი შეიარაღებული და 3 უიარაღო მამაკაცი დააფიქსირა, რომლებიც ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძლის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია დაუკავშირდა პატრულირებაზე მყოფ რეინჯერებს, მათ მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ ცეცხლსასროლი იარაღი, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 4 ოქმი:
1 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 89-ე პრიმა 3 მუხლის მე-2 ნაწილის, ხოლო 3 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ოქმები გადაეგზავნა სასამართლოს.
P.S. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი:
მუხლი 89. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა:
1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების დაცვის წესებისა და რეჟიმის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოციდან სამოცდაათ ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონის, სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, – გამოიწვევს დაჯარიმებას სამოციდან ოთხმოცდაათ ლარამდე
მუხლი 89 პრიმა 3. დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ან ნებისმიერი სახის თევზსაჭერი საშუალებითუკანონოდ შესვლა, შეღწევა ან გადაადგილება ან აღნიშნული ქმედების ნავის გამოყენებითგანხორციელება:
1. დაცულ ტერიტორიაზე პირის ცეცხლსასროლი იარაღით უკანონოდ შესვლა, შეღწევა ან/და გადაადგილება (გარდა იმ ტერიტორიისა, სადაც მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დაშვებულია ნადირობა, ან იმ პირისა, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროსსამსახურებრივ - საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი) - გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან სამას ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში – გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 600 ლარამდე, ცეცხლსასროლი იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
რეინჯერების პატრულირების პროგრამასთნ ერთად თანამედროვე ტექნოლოგიებს ბრაკონიერობის წინააღმდეგ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია აქტიურად იყენებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მიერ მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისატვის დამატებით 7 უახლესი მოდელის ფოტომახე არის შეძენილი, რის მეშვეობითაც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ბიომრავალფეროვნების დაცვის მონიტორინგი.
მასალის გამოყენების პირობები