ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მოსახლეობას უნდა გავუფრთხილდეთ, ველაპარაკოთ სიკეთეებზე, პროექტებზე, ახალ საქმეზე - აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა თუ დიეტა
ჩვენს მოსახლეობას უნდა გავუფრთხილდეთ, ველაპარაკოთ სიკეთეებზე,
პროექტებზე, ახალ საქმეზე - აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა
თუ დიეტა, არ არის საინტერესო. ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვაკეთებთ,
რომ ყველა პატიმრის უფლება და ჯანმრთელობა იყოს დაცული, - ამის
შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ
იმისთვის, რომ სააკაშვილს ჰქონდეს შესაბამისი მკურნალობა, ისეთი,
როგორიც აქვს სხვა ნებისმიერ პატიმარს.
„ჩვენს მოსახლეობას უნდა გავუფრთხილდეთ, ველაპარაკოთ სიკეთეებზე,
პროექტებზე, ახალ საქმეზე. აღარ მაინტერესებს სააკაშვილის შიმშილობა
თუ დიეტა. არ არის საინტერესო. ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს ვაკეთებთ,
რომ ყველა პატიმრის უფლება და ჯანმრთელობა იყოს დაცული. ჩემი
დავალებით შეიქმნა ეს ჯგუფიც, იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ
დარჩეს პასუხ გაუცემელი, რომ ყველა პატიმარზეც, მათ შორის
სააკშვილზეც, როგორც პატიმარზე, იზრუნონ. შიმშილობის ფაქტები ხშირი არ
არის, მაგრამ ყოფილა ციხეებში და როგორც ზრუნავენ სხვა პატიმრებზე,
ისე ზრუნავენ სააკაშვილზე. არავითარი პრივილეგია არ ექნება არც ერთ
პატიმარს. კაცი, რომელიც იყო პრეზიდენტი, პატივი უნდა ეცა კანონისთვის
და არ უნდა გადმოეკვეთა ქურდულად საზღვარი. მას თუ ჰქონდა
ელემენტარული კაცობა და ვაჟკაცობა, შემოსულიყო ჩვეულებრივ, ღიად ჩვენს
ქვეყანაში.
ექიმები რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მას
ჰქონდეს შესაბამისი მკურნალობაც, ზრუნვაც, ისეთი, როგორიც აქვს სხვა
ნებისმიერ პატიმარს. არავითარი პრივილეგია არ ექნება არავის ამ
ქვეყანაში. ყველა დაემორჩილება კანონს“, - განაცადა ირაკლი
ღარიბაშვილმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები