ირაკლი ღარიბაშვილი - ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება
ეს ცირკი და შოუ, რაც ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ, რა თქმა უნდა,
ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - ეს არის პირადად პატიმარი
სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე, იციან რა, რომ რა თქმა
უნდა, მეორე ტურებშიც ყველგან დამარცხდებიან, როგორმე აწიონ
ტემპერატურა
და საზოგადოებას მოაჩვენონ, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ
ავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფაქტი არის შემდეგი, რომ პატიმარი
სააკაშვილი დღეს არის ციხეში და ქვეყანაში მის შემოსვლაზე დამატებით
ინფორმაციას კვლავაც მიიღებს საზოგადოება.
„ჩვენ შედეგზე ვილაპარაკოთ. ადამიანი შემოიპარა ქურდულად, მანაც ახალი
დანაშაული ჩაიდინა, სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. ბინის
კარი, სადაც სააკაშვილი იმალებოდა, ჩვენმა პოლიციელებმა ამ ბინის
გასაღებით გააღეს, ასე რომ აბსოლუტურად უხმაუროდ. ყოველგვარი
გართულების გარეშე დააკავეს და მოათავსეს ციხეში. შესაბამისმა
სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ყოველდღიურად, დღეში
რამდენჯერმე მის მდგომარეობას აკვირდებიან ძალიან კვალიფიციური
ექიმები, აკონტროლებენ მის ჯანმრთელობას და მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამას გარდა, როდესაც ადამიანი
აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს,
ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ. შესაბამისმა სამსახურმა
ამის თაობაზე განცხადებაც გაავრცელა, მან პირადად იყიდა, საკუთარი
საკრედიტო ბარათით, ბანკის ბარათით, პირადად იყიდა, გეცინებათ თქვენც,
7 ქილა თაფლი და ნახევარი კილოგრამი თაფლი მიიღო. აქედან გამომდინარე,
შეეშვით ტყუილებს და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“, - განაცხადა
პრემიერმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები