„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადება
დღეს გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ
ბათუმში ჩატარებული კვლევის შედეგები.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერის
პერიოდში. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც
ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 % დაასახელა. ცდომილების ზღვარი
შეადგენს 3 %.
პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს.
კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ
პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით
განაწილდა:
ქართული ოცნება 49,2%
ნაციონალური მოძრაობა 29,8%
საქართველოსთვის 4,1%
გირჩი - მეტი თავისუფლება 2,8%
ლელო 2,1%
პატრიოტთა ალიანსი 1,9%
მესამე ძალა 1,2%
მოქალაქეები 1,2%
ლეიბორისტული პარტია 1,1%
ევროპული საქართველო 1,1%
გირჩი 0,6%
სხვა პარტიები 4,9%
რეიტინგების გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ შვიდივე მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი დამაჯერებლად იგებს არჩევნებს.
შესაბამისად, ბათუმის საკრებულოს არჩევნები ამ შედეგებით რომ
დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით
განაწილდებოდა:
ქართული ოცნება 24
ნაციონალური მოძრაობა 10
საქართველოსთვის 1
წარმოგიდგენთ ბათუმის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს.
კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ
კანდიდატს მისცემდით ხმას“, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) 54.1%
გიორგი კირთაძე (ნაციონალური მოძრაობა) 30.6%
ირაკლი მიქელაძე (საქართველოსთვის) 4.6%
გიორგი ფუტკარაძე (გირჩი - მეტი თავისუფლება) 2.1%
ბონდო გუგულაძე (პატრიოტთა ალიანსი) 1.9%
კახაბერ ცისკარიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) 1.2%
სხვა კანდიდატები 5.5%
როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს ძალიან
მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით
მოიგოს.
რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის
აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.
არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ
გამარჯვებას.
[R]
მასალის გამოყენების პირობები