ირაკლი ღარიბაშვილი - სოფელ ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, მისივე გადაწყვეტილებით აშენდა ულამაზესი ტაძარი
სოფელ ხიბულაში, პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა
ბიძინა ივანიშვილმა, ასევე, მისი გადაწყვეტილებით სახლის ტერიტორიაზე
აშენდა ულამაზესი ტაძარი და კეთილმოეწყო ტერიტორია, რაშიც ბატონი
ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, ამისთვის
მადლობა პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მადლობა "ფონდ ქართუს"
, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
ხობში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას
წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული
ოცნების“ გამარჯვებაზე და აღნიშნა, რომ ეს იყო ისტორიული გამარჯვება,
რომელმაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის სურათი.
„მე ვახსენე ჩვენი დამფუძნებელი და აქვე არ შემიძლია, არ აღვნიშნო
კიდევ ერთი რამ - ჩვენი დამფუძნებლის ლიდერობით, შევძელით იმ
ისტორიული გამარჯვების მოტანა ჩვენი ხალხისთვის, რომელმაც მთლიანად
შეცვალა ჩვენი ქვეყნის სურათი და ზოგადად განვითარების სხვა ეტაპზე
გადავიდა ქვეყანა, ხალხი დამშვიდდა, თავისუფლება მოიტანა 2012 წლის
პირველმა ოქტომბერმა რაც მთავარია და მოიტანა რეალური, ხელშესახები
ცვლილებები, დემოკრატიის გაძლიერების კუთხით იქნება ეს, ეკონომიკური
განვითარების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა
უამრავი მიმართულებით, ამ ბოლო რვა წელში ჩვენ გვქონდა განვითარება და
პროგრესი, გვქონდა ხელშესახები მიღწევა და პროგრესი ასევე
ევროკავშირთან მიმართებაში, ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება და
ჩვენ მივაღწიეთ უვიზო რეჟიმის შემოღებას ევროკავშირთან, რითაც ჩვენი
თავისუფლებისმოყვარული ხალხი ამაყად გადაადგილდება, ყოველგვარი
შეზღუდვების და ბარიერების გარეშე, უვიზოდ, ევროპის მიმართულებით. ეს
საკმარისია? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმიტომ, რომ ბოლო 30
წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა იყო. ვიხსენებთ რა 90-იან წლებს,
კარგად გვესმის თითოეულ მუნიციპალიტეტში თუ რა იყო და რა არის და რა
გვინდა, რომ იყოს. ამიტომ ათმაგად, გაათმაგებული ტემპებით გვჭირდება
ჩვენ მუშაობა. მუშაობა, მუშაობა და მუშაობა - ეს უნდა იყოს ჩვენი
მთავარი გამოსავალი“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები