ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა
ჩვენი გუნდის დამსახურებაა ის, რომ ბოლო რვა თუ ცხრა წელი ქვეყანაში
ომი არ ყოფილა და არც იქნება, მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში,
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,
„ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის
წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველი გუნდი არის გარანტი
იმისა, რომ ქვეყანაში იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და
განვითარება.
„პროფესიული სასწავლებლები უნდა შეიქმნას ყველა მუნიციპალიტეტში
იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ადგილზე მიიღონ სპეციალობა და
ადგილზე დასაქმდნენ. ყველა ის პროგრამა, რაც მე ჩამოვთვალე, სოფლის
მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება მოითხოვს
კვალიფიციურ მუშახელს და სპეციალისტებს. ამისთვის, მთავრობა გეგმავს
პროფესიული სასწავლებლების განვითარებას და აშენებას ყველა
მუნიციპალიტეტში. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ ჩამოვიყვანოთ უცხოელი
სპეციალისტები, რომლებიც მოამზადებენ ადგილობრივ სპეციალისტებს და
შემდეგ ისინი გადასცემენ ცოდნას ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ.
ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი. ბოლო წლებში
ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და
ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის
კეთილდღეობაზე, ჩვენი ქვეყნის მართვაზე. სწორედ ჩვენი მთავრობის,
ჩვენი გუნდის დამსახურებაა ის, რომ ბოლო 8 თუ 9 წელი ქვეყანაში ომი არ
ყოფილა და არც იქნება, მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ჩვენ
ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და
სტაბილურობა და განვითარება უნდა შევიდეს ყველა რეგიონში, ქალაქში და
ყველა ოჯახში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ხალხი დაიღალა
ომებით, დესტაბილიზაციით, მუდმივი არეულობით. ბოლო 30 წლის
განმავლობაში ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ ყველამ ერთად.
ვნახეთ თითქმის ყველაფერი, მათ შორის, ყველანაირი ხელისუფალიც
გამოვდეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება ხალხზე მზრუნველი მეურნე ხალხი და
მმართველები, რომლებიც ხალხზე ზრუნავენ. ასეთი კაცია ვახტანგ ბერიძე,
რომელიც ჩვენს მოქალაქეებზე ფიქრობს და ზრუნავს. მერებმა უნდა იმუშაონ
24 საათის განმავლობაში, ადგილზე უნდა გადაუწყვიტონ ნებისმიერი
პრობლემა თითოეულ მოქალაქეს, დროულად და ეფექტურად. ეს უნდა იყოს
ჩვენი ამოცანა. ეს ეხება ყველა მერს. ბატონ ვახტანგს მინდა საქებარი
სიტყვები ვუთხრა, იმიტომ, რომ ამ კაცმა ეს მართლაც დაიმსახურა. ბოლო
წლებში აჩვენა, რომ არის ღირსეული მერი და მჯერა, რომ თქვენი
მხარდაჭერით, გააგრძელებს საქმიანობას და 4 წელი კიდევ მოემსახურება
თქვენს ინტერესებს. მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა - ოპოზიციამ
წინა არჩევნებზე, იცოდნენ, რა, რომ ბატონი ვახტანგის დამარცხება
შეუძლებელი იყო, სხვა ვახტანგ ბერიძე მოიყვანეს ხაშურიდან აქ და
დააყენეს ხულოში. წარმოიდგინეთ, რამხელა პოლიტიკურ თაღლითობასთან
გვაქვს საქმე, მაგრამ ხულოს მოსახლეობის მოტყუება ასე ადვილი არ არის,
ხულოში ცხოვრობს ბრძენი ხალხი და ამათ ვერავინ მოატყუებს, მათ შორის,
ვერც ეს პოლიტიკური თაღლითები.
ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეკონომიკური
განვითარება უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ყველამ ერთად
, ცენტრალური მთავრობა იქნება ეს თუ ადგილობრივი, უნდა ვიმუშაოთ
ეკონომიკურ განვითარებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები