სამწუხაროდ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველთვის მარტივი და ხელმისაწვდომი
არაა, მაგრამ ჭკვიანი და წინდახედული ადამიანები ყველაზე სწორ და
გონივრულ არჩევანს იღებენ, როდესაც ჯანმრთელობას აზღვევენ.
ჯანმრთელობის დაზღვევის სიკეთეებსა და მნიშვნელობაზე აქ აღარ
ვისაუბრებ. მაგრამ თქვენი, მკითხველის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან
თემაზე მინდა შევაჩერო.
ბევრს ჰგონია, რომ თუ ჯანმრთელობის დაზღვევა აქვს, ეს ნიშნავს, რომ
ყოველთვის, ნებისმიერი ღირებულების, ყველა სამედიცინო სერვისი უნდა
აუნაზღაურდეს ან დაეფაროს. ეს კარგი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე
არ არის.
ზოგადად, ყველა
სადაზღვევო კომპანიას აქვს პოლისი, სადაც
გამონაკლისები თითქმის ერთნაირია, ამიტომ ქვემოთ მოგაწვდით
ინფორმაციას იმ 7 გამონაკლისის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა
გაითვალისწინოთ სანამ ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიის დაზღვევას
შეიძენთ:
1. დაზღვევამდე არსებული დაავადებები - სადაზღვევო კომპანიების
შეთავაზებებში, რეკლამებში, ხშირად მოისმენთ, რომ ესა თუ ის პოლისი
ფარავს პირობითად, სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ხარჯებს.
2. ორსულობა-მშობიარობა - ინდივიდუალურ ჯანმრთელობის დაზღვევის
პაკეტებში, ორსულობა - მშობიარობა იფარება დაზღვევიდან მხოლოდ 24 თვის
გასვლის შემდეგ. ანუ გამოდის, რომ კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაში
უწყვეტად 2 წლის განმავლობაში უნდა იყო დაზღვეული, რომ მესამე წლიდან
ორსულობა-მშობიარობის ხარჯები დაიფაროს. ამ ფაქტს არაერთი დაზღვეულის
აღშფოთება გამოუწვევია.
რომელია ყველაზე კარგი ჯანმრთელობის დაზღვევა?
და რომელი სადაზრვევო კომპანია აანაზღაურებს იმ სამედიცინო
მომსახურებას, რომელიც 1500-3000 ლარის ფარგლებში ჯდება? როცა
დაზღვეულია, მაშინ წელიწადში 720 ლარს იხდის, მაშინ როცა მაღალია
რისკი იმისა, რომ დაზღვეული როგორც კი მიიღებს მომსახურებას და
ხარჯები დაეფარება, აღარ მოისურვებს თანხის გადახდას და გააუქმებს
დაზღვევას? სწორედ ამიტომ მოქმედებს 24-თვიანი მოცდის პერიოდი
ორსულობა-მშობიარობაზე ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის
შემთხვევაში. თუმცა კორპორატიულ დაზღვევაში უმეტესწილად,
ორსულობა-მშობიარობა დაზღვევის ამოქმედებისთანავე იფარება.
სრულად ჯანმრთელობის დაზღვევაზე.
[R]
მასალის გამოყენების პირობები