1. საერთაშორისო თანამშრომლობა - ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რაკი
ევროპული სტანდარტები კარგი რამეა, პასუხისმგებლობაც უფრო დიდია, როცა
სადაზღვევო კომპანიის უკან რომელიმე დიდი, მსოფლიო ან ევროპული დონის
კომპანია დგას და ა.შ.
2. არსებობის ისტორია ბაზარზე - რაც მეტი, მით უკეთესი, სოკოებივით
გუშინ ამოსული სადაზღვევო კომპანიები რომელიც დაბალ ფასს გვთავაზობს
რა თქმა უნდა მომხიბვლელი და კარგია, მაგრამ ვერ გაიგებ მის
გამოცდილებას, ვერ ენდობი მართლა ხარისხიანია მომსახურება ან თუნდაც
თუ რამე შემემთხვა და დამჭირდა დაზღვევა მართლა ამინაზღაურებს? რა
გარანტია გვაქვს?
3. კმაყოფილი მომხმარებლები - ამ შემთხვევაში, არსებობის ისტორიის
საპირწონეა ის ფაქტორიც, ვის უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს,
მრავალწლიანი, ა.შ. მთლად ფეისბუქის რივიუებსაც ნუ ვენდობით, უფრო
მნიშვნელოვანია რეალური და კომპანიაში „დიდი სტაჟის“ მქონე
მომხმარებლები.
4. აქციების რაოდენობა - კარგი კომპანიები მუდმივად ზრუნავენ
მომხმარებლებზე და მათ ბევრ, კარგ პირობას სთავაზობენ, მაგალითად
სოციალური პასუხისმგებლობა, დამატებითი ბენეფიტები, ა.შ.
5. სისწრაფე - რამდენად ბევრი რამ შეგვიძლია ონლაინ რეჟიმში,
მაგალითად სამოგზაურო დაზღვევის საყიდლადსახლიდან გასვლა რომ არ
გიწევს, ავტოზე ონლიან რომ აგვარებ რაღაცებს და ა.შ.
6. პროდუქტების მრავალფეროვნება - ესეც კომპანიის სიდიდეზე,
მონდომებაზე, გამოცდილებაზე და ბევრ სხვა კარგ რამეზე მიუთითებს
7. კარგი პროვაიდერი კლინიკები - ჯანმრთელობის დაზღვევისთვის ეს
მნიშვნელოვანია, ძალზედ თან, მე კურაციო მაქვს კარგად დაცდილი, ზოგს
სხვა კლინიკები და ასე
8. მომსახურება - ანაზღაურების მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორი
სახით, როგორი თავაზიანობით თუ პროფესიონალიზმით - ეგეც ცალკე თემაა,
ნუ დავტოვებთ უყურადღებოდ
9. ანაზღაურების სიმარტივე - ავტომანქანის ზარალის ანაზღაურება
ნაკლები ბიუროკრატიით, პატრულის გამოძახების გარეშე, ზოგ შემთხვევაში
პირდაპირ ხელზე მოცემა თანხის, ონლაინ ჯანმრთელობის ანაზღაურება და
ა.შ.
ძირითადი სადაზღვევო სერვისები
ჯანმრთელობის დაზღვევა
რა არის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ცხოვრებაში? ალბათ ამ
სტატიის მკითხვეთა აბსოლუტური უმრავლესობა იტყვის, რომ ჩვენი და ჩვენი
ოჯახის წევრების ჯანმრთელობა.
გაიგე მეტი
ავტო დაზღვევა
კოლოსალური ხარჯების თავიდან აცილება არ გახლავთ თქვენი სატრანსპორტო
საშუალების დაზღვევის აუცილებლობის მხოლოდ ერთადერთი მიზეზი, რადგან
ავტო დაზღვევას სხვა ღირსებებიც გააჩნია.
გაიგე მეტი
სამოგზაურო დაზღვევა
სამოგზაურო დაზღვევა გახლავთ სადაზღვევო პროდუქტი, რომელსაც
მოგზაურობის დროს ვყიდულობთ და რომლის საშუალებითაც საზღვარგარეთ
ყოფნის პერიოდს უფრო მშვიდსა და უსაფრთხოს ვქმნით საკუთარი
თავისთვის.
გაიგე მეტი
სიცოცხლის დაზღვევა
მოულოდნელი უსიამოვნო ან ტრაგიკული შემთხვევებისგან დაცვა ძალიან
რთულია ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, როცა საქმე ეხება
ადამიანურ ტრაგედიას. თუმცა ხშირ შემთხვევაში ოჯახის მარჩენალის
გარდაცვალება დიდ ფინანსურ ზარალთანაც არის კავშირში.
გაიგე მეტი
სახლის დაზღვევა
სახლის დაზღვევა და იგივე ქონების დაზღვევა გახლავთ ბინის
რემონტის,ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზღვევა. ქონების
დაზღვევა საქართველოში ძალიან აქტუალური უნდა იყოს.
გაიგე მეტი
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა გახლავთ დაზღვევის სახე, რომელიც
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დიდ ნაწილში, (მაგალითად აშშ-ს
შტატების უმეტესობა) სავალდებულო დაზღვევად ითვლება.
გაიგე მეტი
[R]
მასალის გამოყენების პირობები