29 ივნისს, 09:00 საათზე, კახეთის
რეგიონის, ქ.ყვარლის სასტუმრო კომპლექს „ყვარელი ედემი“-ში გაიმართება
ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია თემაზე: ტუბერკულოზის
მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები.
მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან
გამყრელიძე და მისი მოადგილე ირმა ხონელიძე, საქართველოს
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი
ზაზა ავალიანი, მისი მოადგილე ნანა ქირია; საქართველოს ტუბერკულოზისა
და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ტუბერკულოზის პროგრამის
მართვისა და კონტროლის სამსახურის უფროსი მარინა ჯანჯღავა; აგრეთვე
საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის
წარმომადგენლები რუსუდან ასპინძელაშვილი და ინგა ქინქლაძე; ფრანგული
სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის ტუბერკულოზის განყოფილების მმართველი
გულნარა გონაშვილი; საფრანგეთის პარიზის კოშენ ჰოტელ დიუს ჰოსპიტალის
პროფესორი დიმინიკ სალმონი; საფრანგეთის პარიზის კოშენ ჰოტელ დიუს
ჰოსპიტალის ექიმი ფილიპ მორანი; საფრანგეთის ესპას სანტე ბლუას ექიმი
ამად ჯიბაუი.
10:00-16:30 იქნება სესიის მიმდინარეობის საათები, ფრანგი და ქართველი
მედიკოსების მონაწილებით.
კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველი და ფრანგი ჯანდაცვის
პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას,
მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობას.
ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“, ფრანგი ექიმების,
„საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა“ და ორგანიზაცია
„ექიმი-ბიოლოგები საზღვრებს გარეშე“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.
დღესდღეისობით, სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის
ცენტრი, ონკოლოგია-ქიმიოთერაპიისა და ტუბერკულოზის განყოფილება ისევე
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა.
ცენტრის წლევანდელი ძირითადი მიმართულება კი სამედიცინო პერსონალის
კვალიფიკაციის ამაღლებაა საფრანგეთსა და საქართველში.
[R]
მასალის გამოყენების პირობები