რატომ უნდა გაიკეთო
სისხლის საერთო
ანალიზი
ლაბორატორიული კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია
სისხლის საერთო ანალიზი ვინაიდან, სწორედ სისხლში მომხდარი ცვლილებები
მიუთითებს იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს.
მასში ჩანს პრაქტიკულად ყველა დაავადება.მათ შორის, ვირუსული,
ინფექციური, ჰემატოლოგიური დაავადებები და ა. შ. კვალიფიციურად
შესრულებულიდა მკურნალი ექიმის მიერ სწორად წაკითხული სისხლის საერთო
ანალიზი არის ამოსავალი წერტილი ძალიან ბევრი დაავადების
დიაგნოსტირებისას.
სისხლი შედგება მრავალი კომპონენტისგან:
ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები, ედსი და ა. შ. სხვადასხვა
დაავადებების დროს ხდება ცალკეული კომპონენტების ცვლილება, რომლის
ადრეულ ეტაპზე დადგენა მნიშვნელოვანია დაავადების როგორც
დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობისთვის.
მიზანშეწონილია, წელიწადში 2-3-ჯერ გავიკეთოთ სისხლის საერთო
ანალიზი.
შარდის საერთო
ანალიზი
შარდის საერთო ანალიზი ერთ-ერთი გავცელებულ
ლაბორატორიულ გამოკვლევას წარმოადგენს. იგი პირველ რიგში,
შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას ასახავს. ამავდროულად,
შარდის საშუალებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ორგანიზმში მიმდინარე სხვა
მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებაც. კერძოდ, შარდის ანალიზი იცვლება
დიაბეტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, პანკრეასის, სისხლის
დაავადებების, ცხელების, ტუბერკულოზის, სხვადასხვა ინფექციური
პათოლოგიის, მოწამვლების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, ასევე
მთელი რიგი პათოლოგიების დროს.
შარდის გამოკვლევის დროს ხდება:
- შარდის სადღეღამისო რაოდენობის განსაზღვრა
- შარდის ფიზიკური თვისებების (სუნი, ფერი, ხვედრითი წონა, PH)
შესწავლა
- შარდის ნალექის მიკროსკოპული ანალიზი (ეპითელიუმი,
ლეიკოციტები,ერითროციტები, ცილინდრები, ბაქტერიები, ლორწო)
- შარდის ბიოქიმიური კვლევა
[R]
მასალის გამოყენების პირობები