ბაქტერიული ვაგინოზი საშოს ინფექციური დაავადებაა,რომელიც ხასიათდება
უხვი თეთრი ან ნაცრისფერი არასასიამოვნო სუნის გამონადენით .ამ დროს
არ აღინიშნება საშოს ლორწოვანი გარსის ანთება.ბაქტერიული ვაგინოზის
დროს ზიანდება საშოს მიკროფლორა,რომლის 90%-ს შეადგენს
ლაქტობაქტერიები(დედერლეინის ჩხირები).
ლაქტობაქტერიები ქმნიან მჟავე არეს,რომელიც გარედან შემოსული
მიკრობებისთვის დამღუპველია. ბაქტერიული ვაგინოზის დროს
ლაქტობაქტერიების რაოდენობა ქვეითდება,საშოს მჟავიანობა იცვლება და
იქმნება პირობები პათოლოგიური მიკროფლორის გამრავლებისთვის.
ბაქტერიული ვაგინოზის დროს ლაქტობაქტერიების რაოდენობა
ქვეითდება,საშოს მჟავიანობა იცვლება და იქმნება პირობები პათოგენური
მიკროფლორის გამრავლებისთვის.ბაქტერიული ვაგინოზის საშიშროება იმაში
გამოიხატება,რომ ის „გზას უხსნის“ სხვადასხვა დაავადების გამომწვევ
მიკრობებს.შეიძლება განვითარდეს
ურეთრიტი,ცისტიტი,ცერვიციტი,ადნექსიტი.
როგორ დავადგინოთ
ბაქტერიული ვაგინოზი?
-ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზი დგინდება საშოდან აღებული ნაცხის
ბაქტერიოსკოპიული ანალიზის საფუძველზე.
მკურნალობა მოიცავს:
1.ადგილობრივი ან სისტემური ანტიბაქტერიული თერაპიას.
2.საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენას.
3.საშოს კედლის იმუნიტეტის აღდგენა,იმისთვის რომ „საკუთარი კონტროლის
ქვეშ“ ჰქონდეს ვაგინალური მიკროფლორა.
ბაქტერიული ვაგინოზის თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული
ანტიბიოტიკების მიღება ექიმის გარეშე. თხევადი საპონი,ინტიმური
ჰიგიენისთვის,რამაც შეიძლება გამოიწვიოს საშოს მიკროფლორის დაზიანება
და უნდა აღმოიფხვრას ყველა ის ფაქტორი,რომელიც იწვევს ამ პათოლოგიური
პროცესის განვითარებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
ფრანგული სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონი“-ს
გინეკოლოგი ნანა მღებრიშვილი
მასალის გამოყენების პირობები