სალომე ზურაბიშვილი - როგორც პრეზიდენტი, ნოვაციების ხელშემწყობი ვიქნები [R]
როგორც პრეზიდენტი, ნოვაციების ხელშემწყობი ვიქნები, – ამის შესახებ
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა
„ტექნოპარკში“ სტუდენტებთან შეხვედრისას. მისი თქმით, „ტექნოპარკი“
ამისთვის კარგი წამოწყებაა.
„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ამდენ ახალგაზრდასთან შეხვედრა, თანაც იმ
ადგილზე სადაც ადრეც ვარ ნამყოფი სხვადასხვა რეგიონში. ეს არის ძალიან
კარგი წამოწყება და საინტერესო, თუმცა არ არის საკმარისად
გაპიარებული. ყველა ახალგაზრდა უნდა მოდიოდეს ამ ცენტრში, სადაც
ძალიან ბევრი შესაძლებლობა არის სიახლეების გაცნობისთვის და თავადაც
შემოიტანონ თავიანთი ინიციატივები. ჩემი აზრით ეს არის ის, რაც
ყველაზე უფრო აკლია ამ ქვეყანას. ინიციატივა, სიახლის შემოტანა,
თავისუფალი აზროვნება და პასუხისმგებლობის ის შეგრძნება, რომელიც არის
გამოყოფილი თავისუფლებისგან. ჩვენ ამას ნელ-ნელა ვეჩვევით. მე მგონია,
რომ ჩემი, როგორც მომავალი პრეზიდენტის ვალია, გაგიზიაროთ ის
გამოცდილება, რაც მე ვიცი ამ კუთხით, თავისუფალი მენტალობა, რომელიც
ჯერ კიდევ არ არის ამ სივრცეში დამკვიდრებული.
ახალგაზრდობაში მეგონა, რომ ქვეყნის გარდაქმნა უფრო მალე იქნებოდა,
დღეს კი ბოლოსკენ გავდივართ. მაგალითად, ეს საარჩევნო კამპანიაც არ
არის ის ევროპული სტილის, რომელსაც მალე მინდა, ვეზიაროთ. ეს ჯერ
კიდევ არის საბჭოთა იმ მენტალობისა და მეთოდების გამოხატულება,
რომელიც სადღაც კიდევ არის ჩაბუდებული.
მაგრამ, მგონი, ამ ყველაფერს დავძლევთ, გადავალთ ახალ ეტაპზე. ეს
თქვენი მომავალია, თქვენ უნდა გადახვიდეთ ამ ახალ ეტაპზე“, –
განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მომავალში უნდა მოხდეს მსჯელობა, რა რესურსით შეიძლება,
პრეზიდენტი ახალ თაობას დაეხმაროს.
„ვინც საზღვარგარეთ სწავლობს და ბრუნდება, ძალიან მნიშვნელოვანია,
რადგან მათ ახალი სუნთქვის შემოტანაში შეაქვთ წვლილი, მაგრამ აქ
მაცხოვრებელი ახალგაზრდებს ყველაზე დიდი წვლილი აქვთ, რომ აქ ერთად
დავაარსოთ ის ახალი, თანამედროვე საქართველო, რომელზედაც მე დიდი
ხანია ვოცნებობ და ალბათ, თქვენც, მაგრამ ეს თქვენი
გასაკეთებელია.
მე შემიძლია ვთქვა, რომ როგორც პრეზიდენტი, ვიქნები ნოვაციების
ხელშემწყობი. მე, წინა პერიოდში არაერთხელ დავესწარი დაჯილდოებებს,
სადაც ახალგაზრდები ინოვაციურ ტექნოლოგიებზე მუშაობდნენ და შემდგომ
წარადგენდნენ თავიანთ ნამუშევრებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,
რადგან აქედან მოდის კერძო ინიციატივა, რაც შემდეგაც შეიძლება,
გადავიდეს კერძო საწარმოში. ჩვენი ერი არის ძალიან ნიჭიერი და სწორედ
ეს არის ქვეყნის ყველა ნიჭის გაშლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ნიჭს უნდა
მივცეთ მეტი გასაქანი. მომავალში უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ, რანაირად
და რა რესურსებით შეიძლება პრეზიდენტი იყოს ჩართული და დაეხმაროს ამ
ახალ ტალღას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები