თეიმურაზ გორჯესტანი: გადავწყვიტე დამეცვა დედაჩემი არამარტო მუქარისგან, არამედ საერთო სიცრუისგან [R]
თეიმურაზ გორჯესტანი: “გასულ პარასკევს ვიყავი ლონდონში, როდესაც
მუქარა მივიღე ჩემს სოციალურ ქსელში, შემდეგ გავიგე, რომ იგივე მუქარა
მიიღეს ჩემმა დამ და დედამ.
პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ალბათ ყველა, ვისაც ჰყავს და,
დედა, დამეთანხმება, რომ ეს სრულიად მიუღებელია. ეს არაკანონიერთან
ერთად არაქართული ქმედებაა. იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ
საქართველოში წამოვსულიყავი, ასე შორიდან ვეღარ ვუყურებდი რა ხდებოდა
ამ ქვეყანაში. გადავწყვიტე დამეცვა დედაჩემი არამარტო მუქარისგან,
არამედ საერთო სიცრუისგან, რაც მიმდინარეობს ამ ორი თვის მანძილზე
სრული სიცრუეა და ამაზე ვეღარ გავჩუმდები. როგორ ბედავენ, დედაჩემი
სალომე ზურაბიშვილი არის ოჯახიდან, რომელიც წითელი არმიის გამო
ემიგრაციაში მოხვდა. ეს არის ქალი, რომელიც 80-იან წლებში საფრანგეთის
დიპლომატიაში იყო, იბრძოდა თავისუფლებისთვის. როცა სხვა კანდიდატი
საბჭოთა კავშირში იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა ამ
ქვეყნიდან რუსული ჯარის გაყვანა. სრულიად არ მეგონა. დასაწყისში არ
მინდოდა ამ კამპანიაში ჩართვა, რადგან მეგონა, რომ ევროპული სტილის
კამპანია უნდა ყოფილიყო ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა კანდიდატები
სხვადასხვა პოზიციები უნდა ჰქონდეს. კამპანიის დასაწყისშივე დაიწყო
სიტყვა მოღალატით გაგრძელდა სრული სიცრუით. ესეთი რამ არ მინახავს
არსად მსოფლიოში. ეს არ უნდა მოხდეს ევროპაში და ამერიკაში, ეს არ
არის დემოკრატიული არჩევანი და არის ძველი სტილის, საბჭოთა კავშირის
მეთოდები,ამის მიმდინარეები ჩამოიყვანეს საქართველოში და ებრძვიან
ქალს, რომელიც არის თავისუფალი, ევროპელი და ამავდროულად საქართველოს
პატრიოტი, ეს არის სალომე ზურაბიშვილი. მე, ამას არ ვამბობს როგორც
შვილი, ვამბობ როგორც ევროპელი და როგორც ქართველი“.
მასალის გამოყენების პირობები