ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვისთვის საჭირო ღონისძიებები და ვადები განსაზღვრა [R]
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების
მეორეტურის გამართვისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებებისა
და ვადებისშესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმამედიის წარმომადგენლებს განუცხადა,
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისმეორე ტურში ამომრჩევლები ხმას
აძლევენ 2018 წლის 28 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების
მიხედვით.
„ამომრჩეველთა სიებში ცვლილებები შეიტანება სახელმწიფო
სერვისებისგანვითარების სააგენტოს და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ
ცესკოსთვისმოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების
შესაბამისად, რომლებსაცმეორე ტურის გამართვის დღისთვის უსრულდებათ 18
წელი; გარდაცვლილ პირთაშესახებ მოწოდებული ინფორმაციის, ასევე იმ
პირების მონაცემების საფუძველზე,რომლებიც კონკრეტულ ვადებში,
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაივლიანრეგისტრაციას ან შეცვლილი
ექნებათ რეგისტრაციის მისამართი. მეორე ტურში ხმას აძლევენ სხვა
სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებსაცმიმდინარე წლის 11
ნოემბრის ჩათვლით გავლილი ექნებათ რეგისტრაციასაქართველოს შესაბამის
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.
აღნიშნული პროცედურის განხორციელება ამომრჩევლებსსაკონსულოს
ვებ-გვერდის საშუალებითაც შეუძლიათ ელექტრონულად. ინფორმაციასაკონსულო
აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ ცესკოს საქართველოსსაგარეო
საქმეთა სამინისტროს მიერ გადმოეცემა 12 ნოემბერს“, - განაცხადა
ანამიქელაძემ.
ცესკოს პრეს-სპიკერის თქმით, არჩევნების მეორე ტურს ჩაატარებენ იგივე
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. შესაძლებელია ცვლილებების
განხორციელება კანონმდებლობის მიხედვით. ასევე, უფლებამოსილ პოლიტიკურ
პარტიებს შეუძლიათ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა
დანიშნონ/შეცვალონ ან გამოიწვიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.
მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების
უფლებამოსილების ვადა გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების
ვადების ამოწურვამდე. რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ
სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს. მათ უფლება აქვთ არჩევნების
დღემდე არაუგვიანეს მე-5-ე დღისა განახორციელონ ცვლილებები და
დაამატონ დამკვირვებლები თუ მედია წარმომადგენლები.
„აღნიშნული ნორმები დღეიდან შევიდა ძალაში. მივმართავთ
დაინტერესებულმხარეებს გაითვალისწინონ ცესკოს გადაწყვეტილების
შესაბამისად დადგენილიმეორე ტურის გამართვისთვის საჭირო პროცედურები
და ვადები“, - აღნიშნა ანამიქელაძემ
მასალის გამოყენების პირობები