ძუძუს კიბო არის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე, იგი ყველაზე
გავრცელებული კიბოა ქალთა პოპულაციაში და სიხშირით მეორე ადგილზეა
ფილტვის კიბოს შემდეგ.
მკერდის კიბოთი ავადდება დაახლოებით ყოველი მეთერთმეტე ქალი
მსოფლიოში, მათი ასაკი 13-დან 90 წლამდეა. სარძევე ჯირკვლის
ავთვისებიანი სიმსივნით ავადობა ყველაზე მაღალია 50-59 წლის ქალებში.
მკერდის კიბოთი ავადობა ყოველწლიურად მატულობს, რაც დაკავშირებულია
ქალების ცხოვრების სტილის შეცვლასთან, შობადობის და ძუძუთი კვების
პერიოდის შემცირებასთან.უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში,
განვითარებულ ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირდა ძუძუს კიბოთი
გამოწვეული სიკვდილიანობა, რაც გამოწვეულია დიაგნოსტიკისა და
მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესებით.ცნობილია, რომ ნებისმიერი
დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაზე უფრო შედეგიანია.
დროულად აღმოჩენილი კიბოს მკურნალობა, ჯანმრთელიცხოვრების გარანტიაა.
დღეისათვის ბოლომდე არ არის ცნობილი ძუძუს კიბოს გამომწვევი მიზეზები,
მაგრამ ცნობილია ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ძუძუს კიბოს
შემთხვევების განვითარების ალბათობას:
-არანამშობიარები ქალები;
-პირველი მშობიარობის გვიანი ასაკი (30 წლის ზვით);
მენსტრუაციის ნაადრევი (12 წლის ასაკამდე) დაწყება და გვიან (50 წლის
შემდეგ) შეწყვეტა;
-ხანმოკლე ლაქტაცია;
-კონტრაცეპტივების მიღება და ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (რისკი
მცირდება მათი მიღების შეწყვეტიდან 5-10 წლის შემდეგ);
-ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზი (ძუძუს კიბოს შემთხვევათა მხოლოდ
15%-ია გენეტიკურად განპირობებული);
-მამოგრაფიულად მაღალი სიმკვრივის მქონე ძუძუ; თამბაქოს
მოხმარება;
-მაღალი ან თუნდაც დასაშვები დოზის ფარგლებში, ხშირი რადიაციული
დასხივება მოზარდ ასაკში (16 წლამდე).
-ჭარბი წონა, განსაკუთრებით წონის მკვეთრი მატება 16 წლის ასაკის
ზევით.შესაბამისად სარძევე ჯირკვლის კიბოთი ავადობის რისკი
მცირდება თუ:
-მენსტრუაცია დაიწყო დროულად ან გვიან (12-14 წლიდან) და შეწყდა 40-45
ასაკში;
-ბავშვის ძუძუთი კვება გრძელდება 6 თვეზე მეტხანს;
-იცავს ცხოვრების ფიზიკურად აქტიურ წესს და ინარჩუნებს სხეულის
ნორმალურ წონას;
-ჯანსაღი საკვებით: მოხარშული ხორცის ხშირად მიღება, თევზის, ხილის,
ბოსტნეულის, ნაკლებად ცხიმიან პროდუქტების და შეზღუდული რაოდენობით
შემწვარი, კონსერვანტებიანი, შებოლილ პროდუქტების, ყავის, ჩაის,
შოკოლადის და ა.შ.
- მნიშვნელოვანია რეგულარულად მიმართვა ექიმთან (გინეკოლოგი,მამოლოგი)
და ჩატარება მის მიერ დანიშნული საჭირო გამოკვლევების: სარძევე
ჯირკვლის ექოსკოპიური და მამოგაფიული გამოკვლევა;
-ასევე მნიშვნელოვანია რეგულარულად სარძევე ჯირკვლის
თვითგასინჯვა;
მასალის გამოყენების პირობები