კახა კალაძე: მერიის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმა [R]
„მერიის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია
ინსტიტუციური,ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმების
გატარება,კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების ქალაქის
განვითარების ინტერესებთან ადაპტირება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და
სერვისების დანერგვა, ასევე ობიექტურკრიტერიუმებზე დაყრდნობილი
ღია და გამჭირვალე საკადრო პოლიტიკის განხორციელება”
- ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მართვის პოლიტიკის
პრეზენტაციისას განაცხადა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის
კანდიდატმა ხაზი გაუსვა პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდის
მნიშვნელობას დააღნიშნა, რომ მზად არის შესაბამისი კომპეტენციის მქონე
ადამიანებთან თანამშრომლობისთვის.
-„მართლაც ამბიციური პროექტები გვაქვს და ჩვენ გვჭირდება ასეთი
ადამიანები. მერიაშიც მუშაობს დღეს ბევრი ასეთი ადამიანი, თუმცა კარი
ყველასთვის ღია იქნება, ვისაც აქვს შესაბამისი განათლება და
კომპეტენცია. ჩვენ მზად ვართ ყველა მათგანთან თანამშრომლობისთვის“ -
განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მართვის პოლიტიკის ძირითადი
მიზნებია მართვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, ხარჯების ოპტიმიზაცია,
მომსახურების გაუმჯობესება - 24 საათიანი წვდომა მერიის სერვისებზე და
საზოგადოების ჩართულობა.
- „ჩვენი მიზანია თბილისის მერია ეფექტიანად ზრუნავდეს ქალაქისა და
საზოგადოების ინტერესებზე, ემსახურებოდეს მოქალაქეებს სწრაფად,
ხარისხიანად და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. საზოგადოება
აქტიურად უნდა იყოს ჩართული საკუთარი უბნის, რაიონის, ქალაქის
განვითარებაში და მუდმივად უნდა აკონტროლებდეს ქალაქის
თვითმმართველობას” - აღნიშნა კახა კალაძემ.
მართვის პოლიტიკის პრეზენტაციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან
და სპეციალისტებთან ერთად, მინისტრები - დავით სერგეენკო, კახა
კახიშვილი, ქეთევან ციხელაშვილი და ალექსანდრე ჯეჯელავა
ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები