„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის
კანდიდატი კახა კალაძე დღეს ზაჰესის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც
შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სვეტიცხოვლობა მიულოცა და საარჩევნო
პროგრამის პრორიტეტები გააცნო. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ
ყურადღება გაამახვილა თბილისის ურბანულ განვითარებაზე, სატრანსპორტო
საკითხების მოგვარებაზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების
განვითარების გზებზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით
გადასადგმელ ნაბიჯებსა და განათლების, კულტურისა დასპორტის საკითხების
წინ წამოწევის მნიშვნელობაზე.
თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ცენტრალური დაპერიფერიული
უბნების თანაბარი განვითარების აუცილებლობას.
- “ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა, რომ თბილისის ყველა რაიონში
მცხოვრებმა მოქალაქემ დედაქალაქი იგრძნოს საკუთარ უბანში, საკუთარ
ქუჩაზე. საჭიროა მულტი ფუნქციური სპორტული კომპლექსების მშენებლობა
ყველა რაიონში, რითაც ნებისმიერი თაობის ადამიანი ისარგებლებს და ეს
მუნიციპალური პროგრამები იქნება ხელმისაწვდომი”, - განაცხადა მერობის
კანდიდატმა. კახა კალაძემ ეკოლოგიურ გამოწვევებზე და მდგომარეობის
გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც
ითვალისწინებს პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ახალი მწვანე
სივრცეების შექმნას; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას და
განვითარებას, ასევე, მშენებლობის სტანდარტების დახვეწას. მანვე
ყურადღება გაამახვილა სოციალურ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ
ოცდაორივე მუნიციპალური პროგრამა გაგრძელდება და კიდევ უფრო
განვითარდება.
- “ხვალ და ზეგ თქვენთან შეხვედრის მე არ შემრცხვება, რადგან 4 წლის
განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ საუკეთესო პროექტებს, გავატარებთ
საუკეთესო რეფორმებს, რომლითაც თითოეული თქვენგანი, ჩემთან ერთად
იამაყებს”, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე. ზაჰესის დასახლებაში
გამართულ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია და
„ქართული ოცნების“თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა
ოგბაიძე დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები