კახა კალაძე - მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის
კანდიდატი, კახა კალაძე, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა
საჭიროებების შესახებ ახალი კონცეფციის შემუშავებას გეგმავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა
რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამის განახლება. მშობლებთან და
პროფესიონალებთან ერთად, ჩვენ შევიმუშვებთ და განვახორციელებთ ახალ
კონცეფციას“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა სოციალური პოლიტიკის
მიმართულებების პრეზენტაციაზე.
ინკლუზიური ქალაქის კონცეფციაზე დეტალურად საპარლამენტო უმრავლესობის
წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა. იონათამიშვილის განცხადებით,
კონცეფციის უმთავრესი მიზანი იქნება შშმ პირთა დამოუკიდებელი
გადაადგილების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია
მათი საცხოვრებელი გარემოს შესწავლა, შეფასება და ინდივიდუალური
ადაპტირების პროექტების განხორციელება. მისივე თქმით, საფეხმავლო
გზებზე მოეწყობა მკვეთრი ფერის ტაქტილური პანდუსები, რითაც თანაბრად
ისარგებლებენ, როგორც ეტლით მოსარგებლეპირები, ასევე უსინათლო,
მხედველობის პრობლემისა და ქცევის დარღვევის მქონე პირები; მიწისქვეშა
და მიწისზედა გადასასვლელების ადაპტირება კი უნივერსალური
დაპროექტების პრინციპით მოხდება.
უმრავლესობის წევრმა ავტოპარკის ადაპტირებული საზოგადოებრივი
ტრანსპორტით განახლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტობუსებში
დამონტაჟდება ხმოვანი განცხადებების სისტემა უსინათლო და მხედველობის
პრობლემის მქონე პირებისთვის, ასევე, დაიწყება თბილისის მეტროპოლიტენი
სადაპტირების პროექტზე მუშაობა და მისი განხორციელება.
რაც შეეხება სკოლამდელ ინკლუზიურ განათლებას, რატი იონათამიშვილის
განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე თითოეულ ბავშვს თავიდანვე ეძლეოდეს სწორი განვითარების
საშუალება და იძენდეს ინკლუზიურ გარემოში ცხოვრების გამოცდილებას.
როგორც პარლამენტარმა აღნიშნა, აღნიშნული კონცეფცია თბილისის საბავშვო
ბაღებში ინკლუზიური სკოლამდელი განათლების განხორციელებასაც
ითვალისწინებს, რისთვისაც სპეციალური პედაგოგები შესაბამისად
მომზადდებიან.
- „ინკლუზიური ქალაქის პროექტი საკმაოდ ამბიციური პროექტია, მაგრამ
მერწმუნეთ, მნიშვნელოვანი წარმატებები გონივრული ამბიციის გარეშე არ
განხორციელდება, მით უფრო, როცა ეს თითოეული ჩვენთაგანის უმთავრესი
პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, პასუხისმგებლობა შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე თითოელი პირისა და შესაბამისად,
პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის წინაშე“, - განაცხადა
იონათამიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები