კახა კალაძე: „საკუთრების დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, იქნება მოგვარებული“ [R]
„ადამიანები ორი ათეული წელია ცხოვრობენ აქ, თაობები გაიზარდნენ ამ
ოჯახებში და ისინი ვერ ახერხებენ ბინების დაკანონებას. ეს მართლაც
სამწუხარო ფაქტია. როგორც კი გავხდები თბილისის მერი, იმ დღიდანვე
დავიწყებ ამ პრობლემის მოგვარებას” -აღნიშნული განცხადება კახა
კალაძემ ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონის N35 კორპუსის მოსახლეობასთან
შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის
კანდიდატი იმ ოჯახების საჭიროებებს გაეცნო, რომლებიც წლების
განმავლობაში საკუთრების დამტკიცებას ვერ ახერხებენ, შესაბამისად,
ოჯახებში ვერ შეჰყავთ ელექტროენერგია და სხვა სახის
კომუნიკაციები.
იმავე კორპუსში მცხოვრები რეზო კვანჭიანის თქმით, აღნიშნულ ოჯახებში
მცირეწლოვანებიც ცხოვრობენ და იმის გამო, რომ კომუნიკაციები
საცხოვრებელ სახლებში ვერ შეჰყავთ, ზამთრის გადატანა მათ მძიმე
პირობებში უწევთ. კახა კალაძის განცხადებით, ოჯახები, რომლებიც 10-20
წლის განმავლობაში ვერიკანონებენ საკუთრებას, გაიმიჯნებიან მათგან,
რომლებიც, რამდენიმე წლის წინ, მიზანმიმართულად შეიჭრნენ სახელმწიფო
საკუთრებაში.
-„ამ ადამიანებს ბიუროკრატიის წინაშე ხელცარიელს არ დავტოვებ.
შესაბამისად, დაკანონების პრობლემა, რომელიც დღეს ძალიან ბევრ
ადამიანს აწუხებს, იქნება მოგვარებული. ეს არის საცხოვრებელი სახლები,
ეს არის მიწის ნაკვეთებზე აშენებული სახლები, სადაც 10-20 წელია
ცხოვრობენ. მე მესმის, რომ არსებობს პრობლემები, რადგან 2012-ში,
როდესაც ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში, სპეციალური ჯგუფები იქმნებოდა
და სახელმწიფოს საკუთრებაში მიზანმიმართულად იჭრებოდნენ. ამის
გამიჯვნა შესაძლებელია“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები