კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ პარტიული სია წარადგინა [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის
კანდიდატმა კახა კალაძემ მხარდამჭერთა კლუბში, ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის პროპორციული
სიაწარადგინა.
საკრებულოს პროპორციული სიის პირველ ათეულშიმარიკა დარჩია, ბექა
დავითულიანი, თინათინ გიგუაშვილი, ირაკლი ზარქუა, დავით რურუა, გიორგი
ჩაკვეტაძე, დავით უჯმაჯურიძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ჯაფარიძე და
გიორგი ალიბეგაშვილი შედიან.
პარტიულ სიაში ასევე, მოხვდნენ თედო ისაკაძე, ლევან დარახველიძე,
ერეკლე კუხიანიძე, ანა ლაშხი, ლევან არველაძე, ლევან ჟორჟოლიანი, ნინო
რუხაძე, მიხეილ მესხი, ბორის ფირცხელიანი, გიორგი კიკნაველიძე, ბექა
სივსივაძე, მამუკა ხაბარელი, ირაკლი ქუთათელაძე, ლევან ფიფია და
მარიამ კანდელაკი.
როგორც მერობის კანდიდატმა წარდგენისას განაცხადა, ესენი არიან
ადამიანები, რომლებმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად
უნდა იზრუნონ თბილისის განვითარებისთვის, განსაზღვრონ დედაქალაქის
პრიორიტეტული მიმართულებები და პოლიტიკა.
კალაძე დარწმუნებულია, რომ დეპუტატობის კანდიდატები არჩევნებში
გაიმარჯვებენ და თბილისის მთავრობასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებაზე
პასუხისმგებლობას აიღებენ და პრობლემების სისტემატურად გადაწყვეტის
გზებსაც დასახავენ.
- „ეს ადამიანები იქნებიან მოქალაქეთა ინტერესების დამცველები
თბილისის საკრებულოში. მათთან ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად
ვაქცევთ თბილისს სიცოცხლით სავსე ქალაქად - ქალაქად, სადაც შექმნილი
იქნება პირობები მოქალაქეთა დასაქმების, რეალიზებისა და
დაფასებისთვის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრებისთვის“, -
განაცხადა კახა კალაძემ პროპორციული სიის წარდგენისას.
მასალის გამოყენების პირობები