კახა კალაძე: „მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის ათი ქუჩა რეაბილიტირდება" [R]
გუდიაშვილის სკვერი რეაბილიტირდება და ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი
იქნებაროგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის - ამის
შესახებ„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის
კანდიდატმაკახა კალაძემ კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრისას
განაცხადა, რომელიც გუდიაშვილის სკვერში გაიმართა.
მისივე თქმით, ურბანული განვითარების გეგმის შესაბამისად მოხდება
ისტორიული უბნების რეაბილიტაცია.
- „წარმოვადგინეთ 10 ქუჩის დასახელება, რომლის განხორციელებასაც
ვგეგმავთ დაარჩევნების შემდეგ ამ პროექტებს განვახორციელებთ. ძველი
თბილისის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა,
რადგან ყველამ კარგადდავინახეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია
რეაბილიტირებული ძველი თბილისი. რამდენად მნიშვნელოვანია ახალი
სიცოცხლის შემოტანა. ეს ყველაფერი ვნახეთ აღმაშენებლის მაგალითზე,“ -
განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად გაზრდის
მიზნით,გარდა ისტორიული უბნების რეაბილიტაციისა, სხვადასხვა
კულტურულ-გასართობიღონისძიებები და ფესტივალები დაიგეგმება.
-„ჩვენს დედაქალაქში ვაპირებთ საინტერესო ფესტივალების გამართვას.
ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც მისასალმებელია და
უფრო მეტისაინტერესო პროექტი განხორციელდება. ამასთან ერთად, ძველი
თბილისის რეაბილიტაციით ადამიანები მეტად დაინტერესდებიან. ტურისტის
ჩამოსვლით უფრომეტი შემოსავალი ჩნდება ბიუჯეტში, ადამიანებს მეტი
შემოსავალი უჩნდებათ, ქალაქშიცხოვრება კი მეტად საინტერესო ხდება“ -
განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, ხელი შეეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის
განვითარებას.„შეიძლება ეს პირდაპირ მერიის მუნიციპალიტეტის
ფუნქცია-მოვალეობა არ იყოს,თუმცა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად,
ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროგრამებისხელშეწყობა, რაც ეკონომიკის
სამინისტროს აქვს წამოწყებული მეტი სამუშაოადგილების შექმნის მიზნით,“
- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატი დღესვე კრწანისისა და ხეივნის ქუჩებზე
მცხოვრებმოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა
ქალაქში ეკოლოგიურიმდგომარეობის გამოსწორების მიზნით დაგეგმილ
ღონისძიებებს, მუნიციპალურიტრანსპორტის განახლების, მულტიფუნქციური
ცენტრების მშენებლობისა დასამშენებლო სტანდარტის საკითხებს.
მასალის გამოყენების პირობები