კახა კალაძე: გულდასაწყვეტია ისეთი ფაქტები, როცა გაურკვეველი კომპანია ერთ-ერთ სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის [R]
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის
კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ეკოლოგიური
მდგომარეობა მძიმეა, რასაც ახალი მწვანე სივრცეების შექმნა და
არსებული სკვერების მოვლა-პატრონობა სჭირდება.
ამის შესახებ მან საბურთალოს მოსახლეობასთან შეხვედრაზეგანაცხადა,
სადაც ადგილობრივებს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატები წარუდგინა.
- „ყველამ კარგად ვიცით, რომ ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობაძალიან
მძიმეა. ამისთვის საჭიროა, ახალი მწვანე სივრცეების შექმნა, არსებული
ბაღების, სკვერების მოვლა-პატრონობა, თუმცა ნამდვილად გულდასაწყვეტია
ისეთი ფაქტები, როცა გაურკვეველი ადამიანი, გაურკვეველი კომპანია,
იმისთვის, რომ ჯიბე გაისქელოს და საკუთარი ბიზნესი გამართოს, ერთ-ერთ
სკვერში ჩუმად შედის და ხეებს ჭრის. მსგავსი ფაქტი სამწუხაროდ, გუშინ,
თამარაშვილი სქუჩაზე მოხდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, არც ერთი სკვერის და სტადიონის ადგილას საცხოვრებელი
კორპუსები არ აშენდება.
-„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპული -არც ერთ
სკვერში, არც ერთ ბაღში, არც ერთი სტადიონის ადგილზე საცხოვრებელი
კორპუსები არ აშენდება. ეს ადგილები მწვანე სივრცეებს დაეთმობა,
რადგან ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქს, თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენს შვილებს
სჭირდება. ყველა მძიმედაავადება გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში არის
გამონაბოლქვი, არ არის გამართული სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ“,
-აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძემ დღეს საბურთალოს მოსახლეობას მაჟორიტარობის სამი
კანდიდატი დავით უთმელიძე, ავთანდილ ცინცაძე და ვახტანგ შაქარიშვილი
წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები