არჩევნები 2016
დაზიანებული სააგიტაციო მასალა და მაჟორიტარი კანდიდატების ურთიერთბრალდებები
წინასაარჩევნო აგიტაცია ურთიერთბრალდებებით მიმდინარეობს, გურჯაანის მაჟორიტარი კანდიდატები ერთმანეთს სააგიტაციო მასალის დაზიანებასა და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის ფაქტებზე საუბრობენ.


სოფელ ვაჩნაძიანის რამდენიმე უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პლაკატებს „ქართული ოცნების“ პლაკატები გადააწებეს. როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის, ელგუჯა გიორგაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ნათია ბიწკინაშვილმა აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტები სხვა სოფლებშიც დაფიქსირდა.
„საღამოს გავედით პლაკატების გასაკრავად და ვნახეთ, რომ ერთ-ერთი სახლის ღობეზე, გიორგაძის სააგიტაციო მასალაზე დავით სონღულაშვილის პლაკატი იყო გადაკრული. ჩვენ ამის დამადასტურებელი სურათებიც გაგვაჩნია. ასეთი არაერთი ფაქტია და ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ადმინისტრაციულ სამსახურებს დავალებული აქვთ, ჩვენი პლაკატები ჩამოხიონ. არიან ადამიანები, რომლებმაც დაინახეს, რომ გიორგაძის სააგიტაციო მასალა, ვაჩნაძიანის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის ლია გოლეთიანის შვილმა დააზიანა. ამის შემდეგ კი, თავიანთი პლაკატები გააკრეს. მართალია, თვითონ ლია ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ ეს ასეა.“

ლია გოლეთიანი, აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს. ამბობს, რომ მის შვილს პოლიტიკასთან შეხება საერთოდ არ აქვს.
„ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ასეთი შემთხვევა ჩემს სოფელში არ ყოფილა.გამგეობასთან ელგუჯა გიორგაძის პლაკატი ამ წუთასაც გაკრულია და ხელი არავის უხლია. რაც შეეხება ჩემს შვილს, აპოლიტიკური და ეკლესიური ბავშვია, ასეთ რამეს არ ჩაიდენს.“
ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წევრი, ზაქარია ქაჩლიშვილი.
„საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ საკითხთან დაკავშირებით, საჩივარი პირველებმა ჩვენ შევიტანეთ. ვფიქრობთ, რომ ოპონენტები სარგებლობენ და პლაკატებს ერთმანეთზე თავად აწებებენ.ეს ყველაფერი დესტაბილიზაციის გამოსაწვევად სჭირდებათ. ჩვენ, პირიქით, ასეთ საქციელს ვგმობთ. დემოკრატიული გარემოა და არავის მივცემთ იმის საშუალებას, ვინმე გამოიწვიოს და პარტიებს შორის დაპირისპირება მოხდეს. არსებობს სამართლებრივი გზა, შეუძლიათ ნებისმიერ დარღვევაზე საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართონ. ჩვენ ყოველთვის სამართლიანობის მხარეს ვართ.“

სააგიტაციო მასალის ჩამოხევასა და პლაკატების გადაწებების ფაქტებზე საუბრობენ სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.
„რესპუბლიკური პარტიის“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზვიად ყვირალაშვილის განცხადებით, ასეთი საქციელი დანაშაულია.
„ჩემს სააგიტაციო მასალაზეც არის გადაკრული „ქართული ოცნების“ პლაკატი. მათ ნამდვილად ეშინიათ ჩემი ჰაბიტუსის და ზედ აკრავენ პლაკატებს, რომ არ გამოვჩნდე. ცდილობენ, მაქსიმალურად შემიშალონ ხელი. პლაკატების დაზიანების ფაქტები ყოველთვის იყო, მაგრამ ზედ რომ აკრავენ, უკვე დანაშაულია. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა- კარდენახში, ვაჩნაძიანში, სოფელ გურჯაანში და ა.შ. რაც შეეხება ბრალდებას, რომ შესაძლოა, ჩვენ თვითონ ვაკრავთ ამ პლაკატებს, გეტყვით, რომ მათ მეტის მოფიქრების უნარი არ გააჩნიათ და ამდაგვარ უსუსურ ბრალდებებს იმიტომ ასახელებენ. „ქართული ოცნება“ უნიათოა და უნიათო კომენტარებსაც აკეთებენ. მეტი საქმე არ აქვს რომელიმე პარტიის წარმომადგენელს (მარტო ჩემ პარტიაზე არ ვლაპარაკობ), მივიდეს მათი პლაკატი ააძროს და თავიანთზე გადააკრას. ისინი წარმოსახვაშიც კი უნიათოები არიან.“

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“- დეპუტატობის კანდიდატი, ნათია გიორგაძე კატეგორიულად უარყოფს მათი პარტიის წარმომადგენლებისგან ამგვარ ქმედებებს და ამბობს, რომ ყველა პარტიას, ოპოზიცია იქნება თუ მმართველი ძალა, მეტი თავშეკავება მართებს.
„იმ ჯგუფს, რომელიც ჩვენს პლაკატებს აკრავს, თვითონ შევხვდი და გავაფრთხილე ,რომ მაქსიმალურად ყურადღებით ყოფილიყვნენ და ჩამონახევზეც კი არა გადაეკრათ ჩემი სააგიტაციო მასალა. იყო ასეთი შემთხვევა, დამირეკეს, მივედი და თავად ვნახე ჩემს პლაკატზე გადაკრული „ქართული ოცნების“ პლაკატი. კიდევ ერთი ამბავი მინდა გითხრათ, ველისციხეში „ჟორსის ხიდთან“ ბენზინგასამართი სადგური ახლობელს ეკუთვნის. მისგან ნებართვა ავიღეთ და სააგიტაციო მასალა გავაკარით. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს ბენზინგასამართი საგარეჯოელ კაცს ჰქონია ნაქირავები, რომელიც სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ მომხრეა. მოიტანა კერხერი, ცისტერნა და ორდღიანი ჯაფა დასჭირდა, რომ პლაკატები აეხია. ზოგადად, წინასაარჩევნოდ მშვიდი გარემოა, განსაკუთრებულ ექსცესებს ადგილი არ აქვს, მაგრამ, ნეგატიურად ვაფასებ, თუნდაც იმ საგარეჯოელი კაცის საქციელს. ნებისმიერი სუბიექტის მიმართ ოპოზიცია იქნება ეს თუ პოზიცია ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს.“-აღნიშნა მან.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი
საჩივარი განიხილა.
N 12 გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიამ უბნებიდან შემოსული ორი საჩივარი განიხილა.
10:05 / 03.11.2016
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი
საჩივარია შესული.
გურჯაანის ნომერ მეთორმეტე საოლქო საარჩევნო კომისიაში, მხოლოდ ორი საჩივარია შესული.
14:36 / 01.11.2016
"ქართული ოცნების“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი არჩევნების შედეგებს აფასებს და ამომრჩეველს ნდობისთვის მადლობას უხდის.
16:14 / 31.10.2016
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის
ხუთივე ოლქში,
წინასწარი შედეგებით საპარლამენტო აჩევნების მეორე ტურში, კახეთის ხუთივე ოლქში, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა მხოლოდ ორი უბანი მოიგეს გურჯაანის #34 ჩალაუბნის უბანი და ახმეტის #11 მატანის საარჩევნო უბანი.
12:40 / 31.10.2016
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.