ირაკლი ღარიბაშვილი - გუნდში დავაყენე საკითხი, რომ ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონ ჯარიმებს ნუ გამოვართმევთ
ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიედ მოუწია დარღვევა პირბადის ტარების,
შეიძლება გადაადგილების დროს და დაგროვდა ჯარიმები. საკმაოდ დიდი
თანხა შეადგინა ამ ჯარიმების მოცულობამ - 70 მილიონი.
მე მაშინ გუნდში დავაყენე საკითხი და ვთქვი, რომ ისედაც გაჭირვებულ და
გაღარიბებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ, - ამის
შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,
თეთრიწყაროში, „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის,
გიორგი წიკლაურის წარდგენაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წელს ხალხმა არ იცოდა ეს
წესები, მაგრამ ახლა ეს წესები ყველამ იცის და აუნდა დაიცვას.
„ბოლო დღეების განმავლობაში აჟიოტაჟი ატყდა, რატომ ჩამოაწერა
პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ხალხს ის ჯარიმები, რომელიც დაგროვდა
2020 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ეს იყო სიახლე,
ყველანი ვიყავით შოკში, შეილება ასე ითქვას და ბევრ ადამიანს ნებსით
თუ უნებლიედ მოუწია დარღვევა პირბადის ტარების, შეიძლება
გადაადგილების დროს და დაგროვდა ჯარიმები. საკმაოდ დიდი თანხა
შეადგინა ამ ჯარიმების მოცულობამ - 70 მილიონი. მე მაშინ გუნდში
დავაყენე საკითხი დაა ვთქვი, რომ ისედაც გაჭირვებულ და გაღარიბებულ
მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ. პანდემია, ჩვენ ყველას
ხელი შევუწყეთ, ბიზნესს მაქსიმალურად დავეხმარეთ. გამცეს პასუხი ყველა
კრიტიკოსმა, რატომ არ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, რომელმაც
2020 წელს არ იცოდა ეს წესები და რეგულაციები და დაარღვია, მაგრამ
ახლა, ვინაიდან ვიცით, რომ ეს წესები როგორ მოქმედებს და რაოდენ
მნიშვნელოვანია, ყველას გთხოვთ, რომ ეს წესები დავიცვათ. მოტივაცია
იყო განმარტებული, მაგრამ, როგორც ჩანს, არ უნდათ, რომ გაიგონ.
მოტივაცია იყო ის, რომ ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ეს 70 მილიონი
არ უნდა წავართვათ და ეს ძალიან ბუნებრივი და გონივრული იყო ამ
სიტუაციაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
[R]
მასალის გამოყენების პირობები