ოთხი ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები
ცნობილია.
ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების
მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 18 საათის მდგომარეობით
“ქართულმა ოცნებამ” ხმების 55% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ კი –
23%, ევროპულმა საქართველომ 3%, პატრიოტთა ალიანსიმა 3%, სტრატეგია
აღმაშნებელმა 3%, გირჩმა – 3%, ლელომ – 3%, ლეიბორისტებმა – 1%,
ნინო ბურჯანაძე/ერთიანი საქართველო – 1%, მოქალაქეები – 1%, სხვა
პარტიები – 4%,
„ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით, „ქართულმა ოცნებამ“ –
46%, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 28% და „ევროპულმა საქართველომ“
5%-იანი მხარდაჭერა მიიღო. დანარჩენი შედეგები ასე გამოიყურება:
„ლელო“ – 3%;
„გირჩი“ – 3%;
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2%;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;
„მთავარი“ არხის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების
თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 41% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ -
33%, „ევროპულმა საქართველომ“ - 5% , „ლელომ“ - 4%,ნ "პატრიოტთა
ალიანსმა"-3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“-3%, „გირჩი“-3%,
„ლეიბორისტული პარტია“ -2%, „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო“-1%,
„მოქალაქეები“-1%, ხოლო დარჩენილი 5% სხვა პარტიებზე გადანაწილდა,
რომლებმაც 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.
რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს, „ქართული
ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 52.26 %-იანი
მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილზეა
„ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ამომრჩეველთა 25,33 %-მა დაუჭირა
მხარი. „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო 4,20 %. რაც შეეხება სხვა
პარტიებს, „ლელო“ აქვს 2,61 %-იანი მხარდაჭერა, „გირჩმა“ მიიღო 3,52%,
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ კი 2,37%.
მასალის გამოყენების პირობები