ინფორმირებული ამომრჩეველი უსაფრთხო და დემოკრატიული არჩევნებისთვის [Video/Photo]
16:39 / 17.10.2020
15 და 16 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, იორმუღანლოს თემში,
რადიო ივრისის ოფისში ჩატარა ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა
ადგილობრივი ამომრჩევლების ინფორმირებას 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნებისთვის.
სემინარზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: საკანონმდებლო
სიახლეები, პანდემიის პირობებში ხმის მიცემის პროცედურები, ხმის
მიცემის ფარულობა და სხვა. ტრენინგს უძღვებოდა კვალიფიციური
ტრენერი ნინო იოსელიანი. მისი თქმით, ლექციების ციკლი მოიცავდა როგორც
თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.
„ტრენინგს ესწრებოდნენ ახალგაზრდები, რომლებიც პირველად მივლენ
საარჩევნო უბანზე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ საარჩევნო
კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლება. გავაცანით ცვლილებები,
რომლებიც შევიდა ქალებთან მიმართებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე თუ როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნების დღეს კოვიდის პირობებში და
ა.შ. რაც მთავარია, მათ გაითავისეს ის, რომ გადავდივართ
მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე. შევეხეთ არა მარტო
საქართველოს, არამედ დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებასაც. ვფიქრობ,
საერთო ჯამში მიზანს მივაღწიეთ, გარკვეულ დონეზე შევძელით და
ავამაღლეთ ამ ახალგაზრდების საარჩევნო განათლება. “
ტრენინგით კმაყოფილია აისუნ ნაბიევა, როგორც მან აღნიშნა, ამ ორი დღის
განმავლობაში ბევრი რამ ისწავლა და მეგობრებიც შეიძინა.
„კარგი დრო გავატარე, შევიძინე ახალი მეგობრები. არჩევნების შესახებ
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღე, ის რაც დღემდე არ ვიცოდი. მიღებულ
ცოდნას, აუცილებლად გამოვიყენებ. გავიგე ისიც, რომ ქალების რაოდენობა
არჩევნებში ძალიან ნაკლებია, თუმცა წლების განმავლობაში იზრდება.“
აბასა ალაზოვის თქმით, ტრენინგების ორმა დღემ მისთვის საინტერესოდ
ჩაიარა.
„ამ ორმა დღემ ჩემთვის ლამაზად და ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. არ
მქონდა საკმარისი ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ,
ხშირად უნდა ჩატარდეს ასეთი ტრენინგები, რადგან არც სხვებს აქვთ
არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია.“
შეგახსენებთ, რომ ტრენინგები ჩატარდა პროექტის „ინფორმირებული
ამომრჩეველი უსაფრთხო და დემოკრატიული არჩევნებისთვის“ ფარგლებში,
რომელსაც ახორციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატი“ ცესკო-ს
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის
ფინანსური მხარდაჭერით.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი
გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს
კონკურსი 22-ედ ტარდება.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები