„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ახალქალაქში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე [R]
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ახალქალაქის ციხესთან, ისტორიით სავსე ადგილთან
და ძალიან მშრომელი, მაგარი ადამიანების წინაშე. ახალქალაქში ჩვენი
მოძმე ერის წარმომადგენლები ცხოვრობენ, რომლებიც ყოველდღიური შრომით
აძლიერებენ რეგიონს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს კიდევ
უფრო მეტად ალამაზებენ, რომლის სიმდიდრე არის მრავალფეროვნებაში.
სწორედ მრავალეროვანი, მრავალეთნიკური და განსხვავებული ადამიანების
ერთობა, მათი საქართველოს სამსახურში ყოფნაა ის, რამაც ჩვენი ქვეყანა
ასეთი განსაკუთრებული გახადა.
ჩვენი გუნდისთვის, “ქართული ოცნებისთვის” რეგიონების განვითარებას
გადამწყვეტი და საკვანძო მნიშვნელობა აქვს. წინა ხელისუფლების
პირობებში, ადამიანის შრომას ფასი ჰქონდა დაკარგული და სახელმწიფო
რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ყურადღებას არ აქცევდა და მეტიც,
საკუთარ მოქალაქეებზე სასტიკად ძალადობდა. თუმცა, ჩვენ, ბიძინა
ივანიშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით, კაცთმოძულე რეჟიმი
წარსულს ჩავაბარეთ და დავიწყეთ ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული და
სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი
ადამიანი, მისი უფლებების დაცვა და ცხოვრების ღირსეული პირობების
შექმნაა.
სწორედ ამ მიზნით განხორციელდა უამრავი რეფორმა სოფლის მეურნეობის,
მეწარმეობის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროების მიმართულებით,
რამაც ქვეყანაში ვითარება დადებითად შეცვალა და ქვეყანა განვითარების
სწორ რელსებზე დააყენა.
დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში და ზოგადად, ქვეყანაში ბევრი
გამოწევა და პრობლემაა, ხალხი მთავრობის თანადგომას მუდმივად გრძნობს
და აფასებს. ყველა ხედავს, რომ მთავრობისთვის უპირველესი ამოცანა
ადამიანი, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა, რასთან ერთადაც
მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყნის ეკონომიკის
დაჩქარებული ტემპებით განვითარებაა პრიორიტეტული.
კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა როგორც მოქალაქეების, ისე მთავრობის
გეგმები, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ გამოწვევას ღირსეულად
გავუმკლავდეთ და სტაბილურობით, სიმშვიდის შენარჩუნებითა და
გაასმაგებული შრომით, ქვეყანა წარმატების გზაზე გავიყვანოთ.
სიმშვიდე, სტაბილურობა და საქართველოს წარმატებაა. ჩვენი ყველას
ვალია, კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და მომავალ საპარლამენტო
არჩევნებში ღირსეულად, სამართლიანად გავიმარჯვოთ. ყველამ ერთად
წარმატებული საქართველოს მშენებლობა უნდა გავაგრძელოთ და ამ პროცესში
უნდა მივიღოთ მონაწილეობა.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის !
მასალის გამოყენების პირობები