კახა კალაძის სიტყვით გამოსვლა ნინოწმინდაში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამველ მანუკიანის წარდგენაზე [R]
დღეს, საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ და ულამაზეს მხარეში ვიმყოფებით,
სადაც ძალიან მშრომელი, გამორჩეული ხალხი ცხოვრობს. სწორედ თქვენნაირ
ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა და სწორედ ნინოწმინდაში მაცხოვრებელი,
მრავალფეროვანი ხალხის ერთობა აძლიერებს საქართველოს.
“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით
მოვიდა და მაშინვე დაიწყო იმ მძიმე ვითარების გამოსწორება, რაც
თითქმის ყველა სფეროში დაგვხვდა. ყველაფრის ერთბაშად გამოსწორება, რა
თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა, თუმცა ეტაპობრივად, ჩვენ შევძელით, რომ
სახელმწიფო ხალხის სამსახურში ჩაგვეყენებინა და ყველა უწყება
შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების გზას დადგომოდა.
ჩვენმა გუნდმა კოლოსალური თანხები ჩადო სოფლის მეურნეობაში, ამოქმედდა
უამრავი სახელმწიფო პროგრამა, განათლება და ჯანდაცვა ყველასთვის
მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა, ბიზნესი სახელმწიფო წნეხისგან
გათავისუფლდა და რაც მთავარია, ადამიანებს დაუბრუნდათ შეგრძნება და
განცდა, რომ სახელმწიფო მათ სამსახურში დგას. ქვეყანაში დაცულია
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და კანონის წინაშე ჩვენ ყველა
ვართ თანასწორები.
გაკეთებული საქმეების, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ სხვა
პროექტების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბევრი
გამოწვევებია. არსებობს პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება.
არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ღირსეული პასუხი.
დარწმუნებული ვარ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმ განვითარების
გეგმით, იმ საარჩევნო პროგრამით, რომლიც ჩვენ წარვუდგინეთ
მოსახლეობას, შევძლებთ არა მხოლოდ ამ რეგიონში, ზოგადად მთელი ქვეყნის
მასშტაბით ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას.
მინდა წარმატებები გისურვოთ, წარმატებები ვუსურვო ამ რეგიონს,
წარმატებები ვუსურვო ჩვენს საქართველოს.
ერთად საქართველოს წარმატებისთვის !
მასალის გამოყენების პირობები