არჩევნები
გიორგი გახარია - ჩვენი მიზანი მარტივია - ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, განათლებული, ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ და ამ მიზნის მისაღწევად არჩევნებშიც ერთად უნდა გავიმარჯვოთ [R]
რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ხარაგაულში, საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.



პრემიერ - მინისტრის თქმით, რასაც დღეს, აქ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, უაღრესად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.



„ისტორიულად, ამ მუნიციპალიტეტისთვის, რეგიონისთვის, გზას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქ, ცნობილი საქარავნე, სავაჭრო გზები გადიოდა. დღეს, აქ რაც ხდება, რასაც ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ, როდესაც ვმოძრაობთ აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში, მართლაც შთამბეჭდავია. ამ რეგიონში არსად, მსგავსი სირთულის საინჟინრო ნაგებობები არასდროს აშენებულა. რასაც დღეს, აქ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, უაღრესად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. აქ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, პანდემიისა და თქვენ დამემოწმებით, ამ მშენებლობაზე, არც ერთი დღით, სამუშაოები არ შეჩერებულა. ჩვენ, ამით ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, რომ რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ. ეს იქნება მობილობის უმაღლესი დონე, რომელიც პირდაპირ იმოქმედებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. ხარაგაულისთვის ამ გზას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა იცოდეთ, რომ ის მცირე ბიზნესები, რომლებიც ამ გზის ირგვლივ ყოველთვის იყო და იქნება, ჩვენ, მათი შენარჩუნებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ და ეს ყველაფერი, უფრო უკეთესი ფორმით იქნება გაკეთებული. როდესაც ეს გზა დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც, აქ, უამრავი ადგილობრივი არის დასაქმებული, უნდა გახდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაქმების ახალი სტიმულირების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი არის უდიდესი.

„რა თქმა უნდა, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, დაცული ტერიტორია, რომელიც ტურისტულად უაღრესად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პანდემია გვაქვს და ტურისტები გვაკლია, ესეც გადაივლის, აქაც ერთად გავიმარჯვებთ ყველა. ამ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი არის უდიდესი და რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობა აქ, ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეული ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა მიეხმარება სხვადასხვა პროგრამებით, იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე, მათ, ვისაც ამის სურვილი აქვთ, ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს. ამისთვის, ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს, აწარმოე საქართველოს საშუალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებით, ტურიზმის სააგენტოს პროგრამებით, თქვენ შეგიძლიათ თქვენს მუნიციპალიტეტში უკვე მიიღოთ და ამას არ სჭირდება სიარული თბილისში, ბევრი სიარული სხვადასხვა სამინისტროებში და ბიუროკრატიული წამება“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს, ხარაგაულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, პირველ რიგში, არის შიდა რაიონული გზები.



„მესმის, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოქალაქისთვის შიდა რაიონულ გზებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ყოველდღიური ცხოვრების ჭრილში და აქ, მერწმუნეთ, რომ ჩვენ გავაძლიერებთ ყურადღებას, მუშაობას და რა თქმა უნდა ხარაგაულის წყალმომარაგება, პირველ რიგში, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, დასრულდება უახლოეს პერიოდში და შემდგომ ამას ავტომატურად მოჰყვება წყალარინების სისტემის წესრიგში მოყვანა, ახალი პროექტის შექმნა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ - მინისტრმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე საუბრისას აღნიშნა, რომ პაატა კვიჟინაძე იქნება ღირსეული ხმა უკვე ხარაგაულელებისაც.

„საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს ერთად დაწყებული და ყველა ეს მნიშვნელოვანი საქმე უნდა დავასრულოთ ერთად და გამარჯვებით. ამ გამარჯვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება არჩევნები, რომელიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ 31 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიან ბრძოლაში ბატონი პაატა კვიჟინაძე გაიმარჯვებს, ამაში უბრალოდ ეჭვი არ მეპარება. უბრალოდ ვიცნობ ამ ადამიანს წლებია, ერთად გვიმუშავია ბევრი, მისი კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება ბოლო 8 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო სანიმუშო და ახლა, ამას, ლამაზი სიტყვებისთვის არ ვამბობ. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პაატა გააგრძელებს პარლამენტში მუშაობას და იქნება ღირსეული ხმა უკვე ხარაგაულელებისაც. ჩვენი მიზანი, საბოლოო ჯამში, არის მარტივი - ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი, განათლებული და ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ. ამ მიზნის მისაღწევად ამ არჩევნებშიც ერთად უნდა გავიმარჯვოთ და გისურვებთ გამარჯვებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.