არჩევნები
გიორგი გახარია - როდესაც მივაღწევთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას, მოუნდება თქვას, რომ ის ამ დიდი საქმის ნაწილი იყო [R]
თერჯოლა, ნელ-ნელა უნდა დაუბრუნდეს სოფლის მეურნეობის თავის ისტორიულ კულტურებს. თერჯოლაში კიდევ და კიდევ უფრო უნდა განვითარდეს მევენახეობა. ამისთვის, მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკეთებს სპეციალურ პროგრამას იმისთვის, რომ დასავლეთ საქართველოში და მათ შორის თერჯოლაში, ნელ-ნელა, დავიწყოთ მცირე მარნების შექმნა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თერჯოლაში, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძისა და თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ - მინისტრმა თერჯოლაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს, თერჯოლაში, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი გამოწვევაა დარჩენილი, პრობლემაა შიდა გზები, რომლებიც მოსაგვარებელია, სასმელი წყალი, საირიგაციო წყალი, ასევე პრობლემაა წყალარინების სისტემა ქალაქში.

„დიდი პატივია, დღეს, აქ, თქვენთან ერთად, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში, მომავალზე საუბარი. ადამიანის, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ, უაღრესად თბილი იმერეთი, მაგრამ ხანდახან მწარე რეალობით გადმოსცა უაღრესად ემოციურად. ეს ყველას კარგად გვახსოვს, ჩვენი ბავშვობის ნაწილია. ამიტომ, ჩვენც არ უნდა შეგვეშინდეს სიმართლის და რაც ობიექტური რეალობაა, ყოველთვის იმაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი ძლიერი მხარეც კარგად უნდა ავხსნათ და ჩვენს სისუსტეებსაც უნდა ვხედავდეთ.

დღეს, თერჯოლაში, მიუხედავად ყველაფრისა, კიდევ ბევრი გამოწვევაა დარჩენილი. რა თქმა უნდა, პრობლემაა შიდა გზები, რომლებიც მოსაგვარებელია, სასმელი წყალი, საირიგაციო წყალი, ასევე პრობლემაა წყალარინების სისტემა ქალაქში. ამას ყველაფერს ჩვენ ერთად გავაკეთებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თერჯოლა, ნელ-ნელა უნდა დაუბრუნდეს სოფლის მეურნეობის თავის ისტორიულ კულტურებს. თერჯოლაში კიდევ და კიდევ უფრო უნდა განვითარდეს მევენახეობა. ამისთვის, მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააკეთებს სპეციალურ პროგრამას იმისთვის, რომ დასავლეთ საქართველოში და მათ შორის თერჯოლაში, ნელ-ნელა დავიწყოთ მცირე მარნების შექმნა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ მალე, სისტემური ინფრასტრუქტურის ნაწილში, როდესაც რიკოთის უღელტეხილის ჩქაროსნული გზა დამთავრდება, სულ რამდენიმე საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან აქ ჩამოსვლა, რაც სერიოზულ იმპულსს მისცემს აქ ტურიზმის განვითარებას და ეს შენარჩუნებული, ულამაზესი, ისტორიული ბუნება, ულამაზესი ისტორიული ძეგლები,ციხესიმაგრეები, ის სავაჭრო გზები, რომლებიც ისტორიულად თერჯოლაზე გადიოდა, ეს არის ის ისტორია და სიმდიდრე, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელიც ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია არის სისტემურად იზრუნოს ადამიანებზე და შეუქმნას თანაბარი პირობები ყველას.

„არ უნდა იყოს სხვაობა - ბავშვები რომელ სკოლაში სწავლობენ, თერჯოლაში თუ თბილისში, პენსიონერები - თერჯოლაში ცხოვრობენ თუ თბილისში. მათ მაქსიმალურად დაახლოებული პირობები უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან. არ უნდა იყოს სხვაობა და სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მასწავლებელზე, ექიმზე, პოლიციელსა და ჯარისკაცზე, რადგან ეს ის ხალხია, რომლებიც სახელმწიფო სერვისებს აწვდიან მოქალაქეებს და ზრუნავენ თითოეულ მოქალაქეზე.

ჩვენ არაერთ პროგრამას ვახორციელებთ, იქნება ეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით - „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის, თუ წარმოების მხარდაჭერის. თერჯოლაში რამდენიმე საკმაოდ კარგი საწარმო გაიხსნა - ქვის გადამამუშავებელი, მეტალის გადამამუშავებელი. ყველაფერი შედარებითია. იმერეთში, სხვებისგან განსხვავებით, ამ პროგრამების გამოყენებაში თერჯოლა ერთ-ერთი ჩემპიონია, ეს უნდა გავაგრძელოთ და ამისთვის ჩვენ დავიწყეთ პროგრამა - „სახელმწიფო - შენი პარტნიორი“, რაც ნიშნავს იმას, რომ ინიციატივის მქონე ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ გადადგან პირველი ნაბიჯი, გლეხობიდან გახდნენ ფერმერები, დაიწყონ ბიზნესი, წამოიწყონ ტურისტული საქმიანობა, აღარ დასჭირდებათ თბილისში ჩასვლა. თქვენთან, აქ, თერჯოლაში მიიღებთ სრულ ინფორმაციას იმ დონეზე, რომ შეგეძლებათ კონტრაქტის გაფორმებაც ამ პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად. ეს პროგრამები ჩვენ გავაკეთეთ ერთადერთი მიზნით, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, იმის მიუხედავად, თუ რომელ რეგიონში ცხოვრობს, მას თუ შესწევს უნარი აიღოს რისკები თავის თავზე, გარისკოს იმ დათქმით, რომ სახელმწიფო გვერდით დაუდგება, გადადგას პირველი ნაბიჯი და შექმნას ღირსეული პირობები შრომისთვის, ღირსეული პირობები შეუქმნას თავის ოჯახს და შემდგომ შეძლოს დაასაქმოს მეზობელი, ნათესავი და ა.შ. ასე უნდა შევქმნათ ჩვენ ყველამ ერთად ძლიერი ქვეყანა, იმიტომ რომ ძლიერი თერჯოლის გარეშე ძლიერი საქართველო შეუძლებელია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ადამიანები აქ უნდა დაბრუნდნენ და ეს მათი პირადი გადაწყვეტილება და არჩევანი უნდა იყოს.

„ადამიანები აქედან სამუშაოდ არ უნდა მიდიოდნენ არა თუ თბილისში, არამედ ქვეყნის გარეთაც. მათ, ვისაც სურვილი აქვთ თავის მამაპაპისეულ ფუძეზე გააგრძელონ შრომა და ცხოვრება, ეს ის მინიმალური პირობებია, რომლებიც ჩვენ, როგორც მთავრობამ აუცილებლად უნდა შევუქმნათ თითოეულ მოქალაქეს.

ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები - ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ - 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა.მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ - მინისტრმა არჩევნებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მთავარია სამართლიან ბრძოლაში სამართლიანი გამარჯვება.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად ყველა იმ დიდი და მნიშვნელოვანი საქმის კეთება, რომელიც უკვე დავიწყეთ. მიზანი მარტივია და არის ის, რომ თითოეულ ადამიანს, თანაბარ პირობებში ჰქონდეს თვითრეალიზების შესაძლებლობა. ის არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თბილისში ცხოვრობს, თერჯოლაში, ბათუმში, თუ სხვაგან. ჩვენ, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმისთვის, რომ ყველანი ერთად, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოვადგენთ, საბოლოო ჯამში, როდესაც ქვეყნის განვითარებაში მივაღწევთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოს, მერწმუნეთ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას, მოუნდება თქვას, რომ ის იყო ამ დიდი საქმის ნაწილი. ამ დიდი საქმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება ეს არჩევნებიც და დარწმუნებული ვარ, რაც მთავარია, სამართლიან ბრძოლაში, სამართლიანად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ თერჯოლელებო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი,
ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი
იღებდა მონაწილეობას.
გურჯაანში მერის შუალედური არჩევნები დასრულდა, რომელშიც მხოლოდ ერთი, ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატი, გიორგი მაჭავარიანი იღებდა მონაწილეობას.
21:27 / 01.10.2023
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა
დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო
13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01.10.2023
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე
არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა.
16:03 / 30.09.2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა
და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო
კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16.09.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.