ფიზიკური დაპირისპირება ველისციხეში "ნაციონალებსა“ და ადგილობრივებს შორის
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ,,ნაციონალური
მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და რამდენიმე ადგილობრივს შორის ფიზიკური
დაპირისპირება მოხდა.
,,ნაციონალური მოძრაობის,, კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის
ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, პარტიის
წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებოდნენ, რა დროსაც ბიზნესმენი ვალერი
შოშიაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა და მათ ფიზიკურად
დაუპირისპირდა.
,,ჩვენი პარტიის წარმომადგენლები კარდაკარ დადიოდნენ, მოსახლეობას
ხვდებოდნენ, რა დროსაც მათთან შოშიაშვილი მივიდა თავის კრიმინალურ
ბანდასთან ერთად და ფიზიკურად დაუპირისპირდა მათ. მოიპარეს ჩვენი
შტაბის უფროსის მობილური ტელეფონიც. " - განაცხადა ბოტკოველმა.
ბოტკოველის ბრალდებას უარყოფს ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი. ის
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოში
სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.
-„დღეს სოფელ ველისციხეში პირად საქმეზე ვიმყოფებოდი, რა დროსაც
დავინახე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოსახლეობასა და
პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება იყო. გავაჩერე მანქანა,
დავრეკე 112-ზე, რომ პოლიციასრეაგირება მოეხდინა. ბოტკოველის
კომენტარი, რომ ეს იყო ჩემი ორგანიზებული ქმედება, აბსოლუტური
სისულელეა. ზონდერ ჯგუფები და მოსახლეობას შორის დაპირისპირება
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. მე ამაყი ვარ იმით, რომ მიხეილ
სააკაშვილის ძმა გააგდო დღეს გურჯაანის მოსახლეობამ. პოლიციაში ჩემ
მიერ განხორციელებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით
გამომკითხეს.“-განაცხადა შოშიაშვილმა speqtri.ge-სთან.
ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები