ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი "ევროპული საქართველოს" გურჯაანის
რაიონული ორგანიზაციიდან რამდენიმე დღის წინ წამოსული მხარდამჭერების
ზეწოლაზე საუბრობს.
" არ არის გამორიცხული დღეს სხვადასხვა ეთერებით “ნაციონალებმა“ და
“ევროპულმა საქართველომ“ დაშინებული პირები გამოიყვანონ და თქვან ,
რომ მათზე პირიქით ზეწოლა “ქართული ოცნების“ მიერ განხორციელდა , რათა
პარტია დაეტოვებინათ. რა თქმა უნდა, ეს არის სისულელე და აღნიშნული
ქმედება ზუსტად ერთი- ერთშია ნაცების ჩვეულ ხელწერასთან"- ამბობს
ბიზნესმენი .
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაცია
10-მდე წევრმა, მათ შორის კოორდინატორმა, კომისიის წევრებმა და
აგიტატორებმა 18 ნოემბერს დატოვეს . მათი განცხადებით, პარტიიდან
წამოსვლის მიზეზი პარტიის ლიდერების განცხადება გახდა, რომლის
მიხედვითაც ისინი მეორე ტურში მხარდაჭერას “ნაციონალური მოძრაობის“
საპრეზიდენტო კანდიდატს უცხადებენ.
ლია ოსიაშვილი “ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული
ორგანიზაციის წევრების მიერ მის შვილზე განხორციელებულ მუქარასა და
შანტაჟზე საუბრობს.
მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც მისმა შვილმა ზურაბ
ოსიაშვილმა “ევროპული საქართველო“ პროტესტის ნიშნად დატოვა,
“ნაციონალური მოძრაობიდან" დღეს ვინმე ოთარ ბეციაშვილი დაუკავშირდა და
გაურკვეველი მიმართილებით წაიყვანა.
"წაიყვანეს მოტყუებით, დაალევინეს არაყი და ფსიქოლოგიური ზეწოლით
აიძულეს ეთქვა, რომ ვითომ მის მიერ წინა დღეებში გაკეთებული
განცხადება, ძალოვანი უწყებების მიერ მასზე განხორციელებული ზეწოლის
შედეგი იყო. იძულებული გახდა ეს ეთქვა, დააშინეს . ჩემს შვილს
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და მისი ალკოჰოლის
მიღება არ შეიძლება. არავის არ შევარჩენ ამას. ჩვენ ბაქრაძეს ვუჭერდით
მხარს, თუმცა მას შემდეგ რაც ნაციონალებს შეურთდნენ ჩვენ მათი აღარ
გვჯერა. “- ამბობს ლია ოსიაშვილი.
აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს
უკვე მიმართა ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები