დღეს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კახეთის მუნიციპალიტეტების
მერობის კანდიდატები ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის
მიმდებარე ტერიტორიაზე წარადგინა.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ ყვარლის მერობის კანდიდატი ბესიკ იაშვილი
იქნება, გურჯაანში კენჭს ნიკა ნიჟარაძე იყრის, ახმეტაში- შაქრო
ტერტერაშვილი,თელავში-გიორგი ბოტკოველი, ლაგოდეხში- თორნიკე
მაჭარაშვილი, დედოფლისწყაროში- ლევან ბაღაშვილი, სიღნაღში- ნონა
მოდებაძე,საგარეჯოში კი გარსევან ბუხნიკაშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები