https://www.youtube.com/watch?v=T7xxHVV5k4c
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელობამ და
თანამშრომლებმა, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი
მიაგეს. მათ სოფელ კარდენახის 9 აპრილის მემორიალი, მოსახლეობასთან
ერთად, ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.
კარდენახის ეკლესიის მოძღვარმა მამა ამირანმა, დაღუპულთა სულების
მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. კარდენახის საჯარო სკოლის
მოსწავლეებმა კი გარდაცვლილ გმირებს ღონისძიება მიუძღვნეს.
- "9 აპრილი დასაწყისი იყო საუკუნო-სამარადჟამო ბრძოლის და
თავისუფლების მოპოვების. ამ ადამიანებმა თავი საქართველოს
ერთიანობისათვის ბრძოლას შესწირეს. თუ დღეს იდეა სრულად
განხორციელებული ვერ არის, ეს მათი ბრალი არ არის. დგება ერის
ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც ადამიანებისაგან სასოწარკვეთილი
თავგანწირვაა საჭირო და მათ სწორედ ეს თავგანწირვა გამოიჩინეს. ერის
ბრძოლაში არის ეტაპები, როდესაც მუხლჩაუხრელი შრომის, ყოველდღიური
საქმიანობის დრო მოდის. დღეს სწორედ ასეთი დროა საქართველოსთვის. ახლა
უკვე ასე უნდა გავაგრძელოთ, იმისათვის, რომ ამ ადამიანების სურვილი
ბოლომდე იქნას მიყვანილი. მაშინ მათი სულები იხარებენ
ზეცაში."-გვითხრა გამგებლის მოადგილე ზურაბ დანელიშვილმა.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში რუსეთის ჯარმა საქართველოს
დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია
დაარბია. რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა,
მოიწამლა და დასახიჩრდა. 9 აპრილს დაღუპულთა სია: 1. აზა ადამია, 22
წლის 2. ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის 3. ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის 4.
ნატო გიორგაძე, 23 წლის 5. თამუნა დოლიძე, 28 წლის 6. თინა ენუქიძე ,
70 წლის 7. ნინო თოიძე , 25 წლის 8. ზაირა კიკვიძე, 61 წლის 9. მანანა
ლოლაძე, 33 წლის 10. თამარ მამულიშვილი, 50 წლის 11. ვენერა
მეტრეველი, 12. მამუკა ნოზაძე, 22 წლის 13. ნანა სამარგულიანი, 41
წლის 14. შალვა ქვასროლიაშვილი, 15. მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31
წლის 16. ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის 17. თამარ ჭოველიძე, 16 წლის 18.
ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის 19. მზია ჯინჭარაძე, 43 წლის 20. მანანა
მელქაძე, 23 წლის 21. გია ქარსელაძე, 25 წლის.
მასალის გამოყენების პირობები