https://www.youtube.com/watch?v=-y9T_Pl8Hwc
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს სკოლა აქტიური და ნიჭიერი
ბავშვებით გამოირჩევა. როგორც ჩვენთან საუბარში ქართული ენის
პედაგოგმა ირმა ჭიკაძემ აღნიშნა, მათთან ბევრი კარგი მოსწავლეა.
მათ შორის ერთ-ერთი წარმატებული მე-3 კლასელი თარანა ჯეირანოვაა.
როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ძალიან უყვარს სკოლა და თავისი
პედაგოგები. -"სკოლა ძალიან მიყვარს და კარგადაც ვსწავლობ. ვცდილობ
არავის ჩამოვრჩე. როდესაც ჩვენთან ღონისძიებები იმართება, ყოველთვის
ვმონაწილეობ. ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებელი და თანაკლასელები.
საგნებიდან გამორჩეულად ქართულს, ინგლისურს და მათემატიკას ვსწავლობ.
ვცდილობ ყოველთვის აქტიური ვიყო. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად
ვთამაშობ. ასევე ძალიან მიყვარს ხატვა და კითხვა, რასაც დიდ დროს
ვუთმობ," _ გვითხრა მან.
ჩვენი სტუმრობა, მესამე კლასში ქართულის გაკვეთილის მსვლელობას
დაემთხვა. აღმოვაჩინეთ, რომ კლასში შედარებით უფროსი გოგონაც იჯდა.
როგორც ქართული ენის პედაგოგმა ირმა ჭიკაძემ განმარტა, ის მე-6 კლასის
მოსწავლე სევინჯ ნასიბოვა იყო. -"სევინჯი ქვემოთ სკოლაში სწავლობს და
აქვე ახლოს ცხოვრობს. მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქართული ენა
კარგად შეისწავლოს. უკვე ერთი თვეა, კვირაში სამი დღე მაინც
გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სანამ სახლში მივა, ჩვენთან მოდის
და ქართულის გაკვეთილებს ესწრება. ათვისებით ყველაფერს კარგად და
სწრაფად ითვისებს. წერით მას ცალკე ვაწერინებ. ძალიან ნიჭიერი
ბავშვია, რა დავალებასაც ვაძლევ, ყოველთვის ასრულებს. როგორც
დედამისმა მითხრა, თვითონ სევინჯს აქვს სურვილი, რომ ქართული ენა
შეისწავლოს. ამის ტოლი გოგონა მყავს სახლში, ამიტომ ზაფხულში ჩემთან
დავპატიჟე. თუ წამოვა, ვფიქრობ მასთან კონტაქტი რომ ექნება, ენას
უკეთესად აითვისებს."
ჩვენ სევინჯ ნასიბოვასაც გავესაუბრეთ. მართალია, გოგონას ჯერჯერობით
ქართულად ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ თავისი სურვილი, მაინც გაგვიმხილა.
-"სკოლაში კარგად ვსწავლობ, ყველა საგანი ერთნაირად მიყვარს და ამიტომ
შეფასებები 8 და 9 ქულები მაქვს. მინდა ქართული ენა კარგად ვისწავლო,
რომ ამ ენის მასწავლებელი გამოვიდე."
მე-4 კლასისის მოსწავლეს ნავად გუსეინოვას კი ყველაზე ძალიან ლექსების
მხატვრულად კითხვა უყვარს. -"ლექსებს გამოთქმით ვკითხულობ, ხშირად
გამოვდივარ სკოლაში გამართულ ღონისძიებებზე, კარგად ვცეკვავ,
სიმღერითაც კარგად ვმღერი. სკოლაში მუსიკის გაკვეთილებზე ბევრ რამეს
ვსწავლობ და მასზე დასწრებაც ძალიან მიყვარს. ქართულადაც კარგად
ვმღერივარ და აზერბაიჯანულადაც. სახლში ჩემი ოჯახის წევრებს ეს ძალიან
მოსწონთ და ხშირად მაქებენ კიდეც. ბაირამობის დღესთან დაკავშირებით
გამართულ ღონიძიებაზეც მივიღე მონაწილეობა."
სემურ ბაირამოვიც ამავე სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეა.
-"სკოლაში სიარული ძალიან მიყვარს და ყველა საგანს კარგად, ათიანებზე
ვსწავლობ. ქართული ენა ძალიან მიყვარს და ნაწარმოებებს გრამატიკულად
კარგად ვკითხულობ. ლექსებსაც კარგად ვამბობ. განსაკუთრებით ინგლისური,
ქართული, აზერბაიჯანული და მათემატიკა მიყვარს."
ბემინა ისაევა თავისუფალ დროს წიგნების კითხვას უთმობს. მას სამი
მეგობარი ჰყავს, რომლებიც ძალიან უყვარს. -"სკოლაში სიარული მიხარია.
განსაკუთრებით მათემატიკა, ბუნება და აზერბაიჯანული ენა მიყვარს.
ხატვითაც კარგად ვხატავ. თავისუფალ დროს სახლში რომ მივდიდავრ ვწერ,
წიგნებს ვკითხულობ და ასევე მეგობრებთან ვთამაშობ, რომლებიც ძალიან
მიყვარს." აქტიური ბავშვია მე-3 კლაისის მოსწავლე თარანა ჯეირანოვაც.
მას მომავალში უნდა რომ მასწავლებლის პროფესია აირჩიოს, ამიტომ
ცდილობს კარგად ისწავლოს.
-"ქართული, ინგლისური და მათემატიკა ჩემი საყვარელი საგნებია. სკოლაში
რა ღონისძიებაც იმართება, ყველაფერში აქტიურად ვიღებ მონაწილეობას.
მიყვარს ჩემი მასწავლებელი და თანაკლასელები. დიდი სურვილი მაქვს
მომავალში მასწავლებელი გამოვიდე," _ გვითხრა მან. მე-3 კლასის
მოსწავლე აიდა მამედოვამ ჩვენთვის ქართული სიმღერა შეასრულა და
გვითხრა, რომ სურვილი აქვს მომღერალი გამოვიდეს. -"როდესაც სკოლაში
ზეიმი გაიმართება, მეც ვმონაწილეობ. სიმღერა ისე მიყვარს, სახლშიც
ვმღერი ხოლმე," _ გვითხრა მან და გაგვიმხილა, რომ სიმღერა დალი
მასწავლებელმა შეაყვარა.
მასალის გამოყენების პირობები