ვიდეო
მიწების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას არავის იმედი აღარ აქვს [video]
https://www.youtube.com/watch?v=i8bPFv5m7Lg
საგარეჯოს რაიონის იორმუღანლოს თემის მოსახლეობას მიწების პრობლემა უკვე დიდი ხანია აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა "სპექტრმა" არაერთხელ გააშუქა, მისი აქტუალურობიდან გამომდინარე, ადგილობრივები კვლავაც ამ საკითხის შესახებ გვესაუბრებიან. მათი თქმით, ნაკვეთები, რომლებიც წლების განმავლობაში იჯარით ჰქონდათ აღებული, გაიყიდა (როგორც ადგილობრივ, ისე, უცხოელ ბიზნესმენზე) და ამის გამო სააარსებო წყარო აღარ გააჩნიათ. მათ მფლობელოში არსებულ მიწებს ზოგი სახნავ-სათესად, ზოგი კი საძოვრად იყენებდა.

-"სოფელში მიწები არავის აღარ აქვს, ძალიან ცუდ დღეში ვართ. იმის გამო, რომ მოსახლეობას საარსებო წყარო აღარ გააჩნია, ძალიან ბევრი აზერბაიჯანში მიდის საცხოვრებლად. მე თვითონ 1 ჰექტარი ნაკვეთი მქონდა. როგორც სხვების, ჩემი კუთვნილი ადგილიც გაიყიდა და ახლოს მისვლის უფლებაც არ გვაქვს. ოჯახში 15 ადამიანი ვართ, მოხუცებიც და პატარა ბავშვებიც გვყავს. ძალიან გვიჭირს. ოჯახში არაფერი აღარ გვაქვს, პირიდან ლუკმა გამოგვარიდეს," _ გვითხრა სოფელ მუღანლოს მკვიდრმა მუსტაფა სადიოღლიმ.

როგორც ჩვენთან საუბარში ლამბალოს სკოლის რუსული ენის პედაგოგმა ნიზამ შარიფოვმა აღნიშნა, თვითონ ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ხალხის გასაჭირს რომ უყურებს, გული ძალიან სტკივა.
-"მე თვითონ მინდორთან საქმე არ მაქვს, მაგრამ ჩემი ხალხი მეცოდება, რომ საარსებო წყარო აღარ აქვს. ადგილობრივი მაცხოვრებლების ერთადერთი შემოსავალი მესაქონლეობაა. სახნავი ადგილებიც გაიყიდა, მაგრამ ძირითადად საძოვრები ჰქონდა ხალხს. სად უნდა წაიყვანონ ეხლა საქონელი? სარწყავი ჩვენ არ გვაქვს, რომ ბოსტნეული მაინც მოვიყვანოთ და ოჯახები შევინახოთ. ხალხი მშიერი დარჩა. ყველაფერი მათი თანხმობის გარეშე ჩუმად გაკეთდა. ეს ძველმა ხელისუფლებამ გააკეთა და ეხლა ვის უნდა მოვედავოთ? მე პირადად ამ მიწების დაბრუნების იმედი არ მაქვს. თამაში ხომ არ არის, დღეს წაგართვან და ხვალ ისევ უკან მოგცენ? ყველაფერი კანონით ხდება და იმ პიროვნებასაც, რომელმაც ეს ადგილები შეიძინა, კანონით აქვს ყველაფერი დამოწმებული, ფულიც გადახდილი აქვს. აბა, ვინ ადგება და დაგიბრუნებს უკან რამეს?! თანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და მაგათ ვინ შეეხებათ?!" 

ზაკირა ველიევის თქმით, ოჯახში 7 სული ცხოვრობს და ამიტომ თვითან თვემდე თავის რჩენა ძალიან უჭირთ.
-"ავღანეთის ომის ვეტერანი ვარ. ოჯახში 4 გოგო და 1 ბიჭი მყავს, მათ რჩენა ხომ უნდა. მიწა არ მაქვს, რომ ერთი კილო ლობიო მაინც დავთესო. სად წავიდეთ, რა გავაკეთოთ, რითი უნდა ვიცხოვროთ, არ ვიცი. ჩვენი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. უკვე ამდენი ხანი გავიდა და არავის იმედი აღარ გვაქვს."

როგორც ამავე სოფლის მკვიდრმა ზაჰიდ ბილალოღლიმ აღნიშნა, მათი მიწების ერთი ნაწილი ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შეისყიდა.
-"15 ჰექტარი მიწა ჩვენებურ ადამიანს საჰავათ გუსეინოვს უკანონოდ მიჰყიდეს. სანამ მოხვნა არ დაიწყეს, მანამდე ვერაფერი გავიგეთ. დავინახე, რომ ტრაქტორი ადგილებს ხნავდა, მეგონა ჩემი მეზობელი ამუშავებს-მეთქი, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ერთიანად გაეყიდათ და უკვე სხვისი საკუთრება იყო. ამ ადგილებს წლების განმავლობაში ჩვენ ვამუშავებდით, რით უნდა ვიცხოვროთ ეხლა და როგორ გამოვკვებოთ ოჯახები?"

სპექტრი" თულარში მცხოვრებ საჰავათ გუსეინოვს დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, მიწები კანონიერად შეიძინა და ამის დასამტკიცებლად ყველა საბუთი გააჩნია. -"რატომ დავობს მოსახლეობა არ ვიცი, როგორ შეიძლება ვინმეს მიწის ნაკვეთი დაკანონებული ჰქონდეს და მერე გაუყიდონ. ეს იყო სახელმწიფო ქონება. ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა აუქციონი და გაიყიდა. ინფორმაცია ერთი თვე იდო საიტზე. თუ ვინმეს ჰქონდა სურვილი, რატომ არ ნახა და აუქციონში მონაწილეობა არ მიიღო? მე მიწა მინდოდა და ვიყიდე. აუქციონზე ვინც მეტს გადაიხდის, ის ყიდულობს და რა მნიშვნელობა აქვს, მე თუ არა, სხვა ვინმე იქნებოდა. 14 ჰექტარამდე მაქვს შესყიდული. ჰექტარზე 720 ლარი გადავიხადე. ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა და შემიძლია საბუთებით დავამტკიცო. მიწები თვითონ ჰქონდათ უკანონდ მითვისებული და წლების განმავლობაში არაფერს არ იხდიდნენ. მე შარშანაც მეთესა მოსავალი და წელსაც," 

აქვე განვმარტავთ, რომ მიწების გასხვისებასათნ დაკავშირებით შეკითხვა პრემიერმინისტრს გასულ თვეში გამართულ პრესკონფერენციაზეც დავუსვით. როგორც მან განმარტა, აღნიშნული საკითხი შესწავლის პროცესშია და თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად გადაიხედება.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
29 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი
საღამო გაიმართა.
29 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი საღამო გაიმართა.
15:21 / 01.10.2024
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
17:22 / 25.09.2024
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
15:55 / 29.11.2023
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ, მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ, საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
17:38 / 24.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 19 °C
img
საგარეჯო 6 / 17 °C
img
დ.წყარო 4 / 15 °C
img
სიღნაღი 5 / 21 °C
img
ლაგოდეხი 8 / 14 °C
img
ყვარელი 6 / 19 °C
img
თელავი 6 / 18 °C
img
ახმეტა 6 / 18 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.