იორმუღანლოს სათემო ცენტრი -ქართული ენის სწავლების ალტერნატიული სივრცე ახალგაზრდებისთვის [Video]
22:59 / 26.11.2021
17 წლის სამა ისაევა, ოჯახთან ერთად აზერბაიჯანში ცხოვრობდა, თუმცა,
პანდემიის გამო ერთი წლის წინ საქართველოში, იორმუღანლოს სოფელ
დუზაგარამაში გადმოსახლდა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მან ქართული ენის სწავლა გადაწყვიტა,
რომ შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაებარებინა:
„მამაჩემი ბაქოში იყო დასაქმებული და შესაბამისად, მთელი ბავშვობა
აზერბაიჯანში გავატარე, მაგრამ პანდემიის გამო საქართველოში დაბრუნება
მოგვიწია. მეც გადავწყვიტე ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და
თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამებარებინა.“
სამას უნდა, ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი გახდეს. მას მიაჩნია,
რომ სახელმწიფო ენის ცოდნა იორმუღანლოში მის თანატოლებსაც დაეხმარება
მიზნების მიღწევაში.
„ჩემი გეგმები სწორედ საქართველოს უკავშირდება. მინდა აქ გავაგრძელო
ცხოვრება. მაქვს ოცნებები, რომელთა ახდენაშიც ქართული ენის ცოდნა
დამეხმარება, “ - ამბობს სამა.
იორმუღანლოში ქართული ენის სწავლა სათემო ცენტრშია შესაძლებელი,
რომელიც მიმდინარე წლის ივლისში გაიხსნა. აქ ქართული ენის შესწავლის
მსურველთათვის ონლაინ კურსები ტარდება. სამამ ამის შესახებ სოციალური
ქსელით შეიტყო და უკვე 2 თვეა, მუდმივად ესწრება გაკვეთილებს, რაც,
მისი თქმით, ძალიან ეხმარება კომუნიკაციის გაუმჯობესებაში.
„ხშირად ვუყურებთ ქართულ ფილმებს და შემდეგ მათ შესახებ ვმსჯელობთ. ეს
შესანიშნავია. ვგრძნობ, როგორ უმჯობესდება ჩემი მართლწერა. ყოველთვის
ვიმახსოვრებ შეცდომებს, რომლებსაც მისწორებენ. ვგრძნობ, რომ თემების
წერის დროს, იმდენ გრამატიკულ შეცდომას აღარ ვუშვებ, რასაც მანამდე
უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე ვუშვებდი“ - ამბობს სამა და თავის
აზერბაიჯანელ მეგობრებს მოუწოდებს, სირთულის მიუხედავად, უკან არ
დაიხიონ და ქართული ენა საფუძვლიანად შეისწავლონ:
„თუ გინდა, კარიერულ წინსვლას მიაღწიო, ქართული ენის გარეშე არაფერი
გამოვა. თანაც გავიგე, რომ ქართული უნივერსიტეტის დიპლომი 32
ქვეყანაშია აღიარებული. თუ შენი გეგმები ამ ქვეყნის ფარგლებს სცდება
და გინდა სხვაგანაც მიაღწიო რამეს, ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ
უნდა იწავლო ქართული.“
სათემო ცენტრს ქართული ენის კურსებს სტუდენტებისა და სკოლის
მოსწავლეებისთვის ატარებს. ლამბალოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის
მოსწავლე ალთუნ რაშიდოვი ამ კურსებს უკვე ერთ თვეა, ესწრება.
„ქართულ ენას სკოლაშიც გვასწავლიან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი
კომუნიკაცია და ამიტომ გადავწყვიტე, რომ უკეთ ვისწავლო. რადგან
საქართველოს მოქალაქე ვარ, ქართული ენა კარგად უნდა ვიცოდე,“ -
გვეუბნება ალთუნი.
ონლაინ გაკვეთილებს იორმუღანლოს თემის სხვადასხვა სოფლის ბავშვებს
ერთმანეთთან ქართულად აქვთ ურთიერთობა. რაც, როგორც ამბობენ, ენის
სწავლას უადვილებთ.
„როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარებ, ქართული ენის ცოდნა ძალიან
დამეხმარება, მინდა სტომატოლოგი გამოვიდე,“ - ამბობს მეცხრეკლასელი
ალთუნი.
იორმუღანლოს სათემო ცენტრი თოზუ გულმამედოვამ და ჰუსეინ ჰუსეინოვმა,
მეგობართან ერთად დააფუძნეს. ცენტრის გახსნამდე მათ იორმუღანლოს
ბავშვები გამოჰკითხეს, თუ რა სჭირდებოდათ ყველაზე მეტად და საბოლოოდ,
მთავარ პრიორიტეტად ქართული ენის სწავლება დაისახეს.
„ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ გავბედეთ და დავიწყეთ. ძალიან
ბევრი იდეა გვაქვს, რომ ბავშვებს ოცნების რეალიზებაში დავეხმაროთ,
მაგრამ ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ენის შესწავლაა.
მიგვაჩნია, რომ ქართული ენის შესწავლა ამ ახალგაზრდებს დიდ
პერსპექტივას მისცემს,“ - ამბობს თოზუ გულმამედოვა.
თოზუ იხსენებს, როგორ ფიქრობდა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე
უარის თქმას, ბევრი თანატოლის მსგავსად, ენის არცოდნის გამო.
„ჩვენთვის ყველაზე დიდი სირთულე უნივერსიტეტში ჩაბარებაა. ბავშვები
იქამდე მივიდნენ რომ მას შემდეგაც კი, რაც სტუდეტები გახდნენ, ძალიან
ბევრი სირთულე შეხვდათ და იძულებულები გახდნენ, სოფელში
დაბრუნებულიყვნენ. აღარ გვინდა, ენის არცოდნის გამო, ამ ახალგაზრდების
პოტენციალი დაიკარგოს.“
იორმუღანლოს სათემო ცენტრი მინიმალური რესურსით, ძირითადადად,
მოხალისეობრივ საფუძველზე მუშაობს. მათ ოფისიც კი არ აქვთ და ხშირად
ერთმანეთის სახლში, ან კაფეში იკრიბებიან, რომ იდეები განიხილონ.
რესურსის პრობლემები თოზუმ მეგობარ, მარიამ აფხაზავას გაუზიარა,
რომელმაც იორმუღანლოელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის სწავლება
უფასოდ გადაწყვიტა.
სათემო ცენტრის თანადამფუძნებელი, ჰუსეინ ჰუსეინოვი ამბობს,
დეკემბრიდან ახალ პროექტს იწყებენ, რომელიც არაფორმალურ განათლებას
ეხება.
„ახალგაზრდების უმრავლესობამ არ იცის თავისი, როგორც საქართველოს
მოქალაქის ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლის უფლებები. ეს
არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.
კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი,“ - გვითხრა
ჰუსეინმა.
ორგანიზაცია ქართული ენის სწავლების გარდა, სოფელში ბიბლიოთეკის
გახსნასაც გეგმავს, სადაც ქართული და აზერბაიჯანული წიგნები იქნება -
„ეს ახალგაზრდებს მნიშვნელოვნად დაეხმარება არამარტო ენის შესწავლაში,
არამედ ზოგადი განათლების მიღებაში. წიგნები გვაქვს თითქმის ყველა
თემატიკაზე, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი
კეკელიძემ გადმოგვცა.“
დღეს ცენტრს 30-მდე ბენეფიცარი ჰყავს. თოზუ და ჰუსეინი ფიქრობენ,
მომავალში სხვადასხვა ორგანიზაციას მიმართონ, რათა მოიპოვონ
დაფინანსება და პროექტში მეტი ახალგაზრდა ჩართონ.
როგორც თოზუ ამბობს, დღეს მათი ერთადერთი რესურსი მოტივაციაა:
„გვიწევს დავამტკიცოთ, რომ ენის არცოდნა ჩვენი „სიზარმაცის ბრალი“
არაა - სახელწიფო არ გვიწყობს ხელს.“
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge გურჯაანის ფრინველების კონტაქტურ
პარკს ერთი წლის შემდეგ კვლავ ეწვია. ამ დროის განმავლობაში პარკს
უამრავი დეკორატიული თუ ეგზოტიკური ბინადარი შეემატა.
ინფორმაცია, რომ კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“
გურჯაანის ინტერმუნიციპალურ ცენტრში ცხოველებზე ძალადობენ, კერძოდ,
მათ კრემატორიუმში ცოცხლად წვავენ და ჩაქუჩებით ხოცავენ,
საზოგადოებისთვის ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რამაც ბევრი ადამიანის
ყურადღება მიიპყრო და აღშფოთება გამოიწვია.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი
გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს
კონკურსი 22-ედ ტარდება.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები