კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით 1 პირია დაკავებული[video]
10:17 / 08.11.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 7 ნოემბერს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური
სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო
შეღწევის ბრალდებით დააკავეს 1998 წელს დაბადებული ლ.შ., რომელიც
წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული „ფეისბუქზე“ შექმნილ
გვერდზე ატყუებდა ხალხს, თითქოს ის დაბალპროცენტიან სესხს გასცემდა.
დაინტერესებული მოქალაქეები აღნიშნულ გვერდზე საკუთარ საბანკო
პლასტიკური ბარათის მონაცემებს აგზავნიდნენ, რომლებიც რეალურად ლ.
შ.-ს პირად გვერდზე იგზავნებოდა. მონაცემების მიღების შემდეგ,
ბრალდებული მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან ტოტალიზატორის
ანგარიშზე სხვადასხვა თანხას ირიცხავდა, შემდეგ კი პლასტიკური ბარათით
ანაღდებდა.
გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია 14 დაზარალებული, მათთვის მიყენებული
ზარალი კი 3 930 ლარს შეადგენს.
პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ფინანსური
სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში არაერთგზის უნებართვო
შეღწევის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის
მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 157-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დღეს, 2 დეკემბერს 18:00 საათზე პაპას ბაღში მორიგი მშვიდობიანი აქცია
გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ისინი დღევანდელ სამწუხარო
რეალობას გააპროტესტებენ.
სანოქალაქო აქტივისტები გურჯაანში დღეს მშვიდობიან მარშს გამართავენ.
როგორც ისინი აცხადებენ, ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში
მთავრობის მიერ განხორციელებულ ქნედებებზე და უსამართლობაზე ხმის
ამაღლება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მომხდარ
მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ
ორგანიზაცია, მისი მანდატის ფარგლებში ბოლომდე იდგება ხალხის გვერდით
მათი უფლებებისა და კონსტიტუციის დასაცავად.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი
გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს
კონკურსი 22-ედ ტარდება.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები