საბრძოლო დიდების მემორიალი გურჯაანელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი
ადგილია. მემორიალი 1978 წლის 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს
გაიხსნა.
როგორც speqtri.ge-სთან საუბარში მემორიალური მუზეუმის მენეჯერი
მანანა ბიბილაშვილი ამბობს, ვიზიტორების რაოდენობა წლების
განმავლობაში იზრდება. მიმდინარე წელს 275 ვიზიტორი სტუმრობდათ
საიდანაც 123 უცხოელი იყო, ძირითად რუსეთის მოქალაქეები. გასულ წელს
მემორიალი 2375 ტურისტმა მოინახულა, საიდანაც 550 საზღვარგარეთის
მოქალაქე იყო.
ცნობისთის, მემორიალი მემორიალი წარმოადგენს კომპლექსს, რომელშიც
შედის:
საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მეორე მსოფლიო ომის
ამსახველი ფერწერული ტილოები და ქანდაკებები.
ჯარისკაცის მამის ძეგლი, რომლის ავტორია ცნობილი ქართველი მოქანდაკე
მერაბ ბერძენიშვილი. მისი შთაგონების წყარო გახდა ფილმი “ჯარისკაცის
მამა”.
მარადისობის კედელი, სადაც 4000 შინმოუსვლელის სახელია ამოტვიფრული –
ისინი, ვინც გურჯაანის მუნიპალიტეტიდან წავიდნენ ომში და აღარ
დაბრუნებულან.
ქვის ხუთი ბურჯი, როგორც ომის 5 წლის სიმბოლო.
ყოველი წლის 9 მაისს გურჯაანელების დიდების მემორიალზე იკრიბებიან და
ფაშიზმზე გამარჯვებას ერთად ზეიმობენ.
მასალის გამოყენების პირობები