ჩემ ხელში მოკვდები შენ - დაპირისპირება ტყისა და საძოვრების გამო [Video]
11:24 / 23.12.2017
PLAYER_GET_VIDEOFLASH
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ თავწყაროს მიმდებარე
ტერიტორიაზე ხელოვნურად გაშენებულ ტყე-პარკში ხეებს უკანონოდ ჭრიან.
ამის გამო ერთ-ერთი ფერმის მწყემსი და ოზაანში მცხოვრები მამუკა
გარსენიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
-„ტყე-პარკი კომუნისტების პერიოდში გაშენდა. მიჯნაზე ჩემი ნაკვეთებია
და ტყესაც თავად ვაქცევდი ყურადღებას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს
ბალანსზეა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვისია?! ტყე ხომ ქვეყნის
სიმდიდრე და ჩვენი შვილების მომავალია. პარკის მთელ ტერიტორიაზე ხეები
მწკრივად იყო დარგული, მაგრამ წლების განმავლობაში გაანადგურეს. ჭრიან
და მაშინვე მანქანებით გააქვთ. ამ ახალ მობინადრე მწყემსებს ვერაფერი
გავაგებინე. საფეჩედ ჭრიან, მაგრამ ეს ტყე ასე გასანადგურებელი არ
არის, არც ტყე-კაფია გამოყოფილი ამ ტერიტორიაზე.“- გვიყვება მამუკა
გარსენიშვილი.
ფერმის მწყემსი კი ხეების მოჭრაში თავად გარსენიშვილს ადანაშაულებს და
მოკვლით ემუქრება.
-„ჩემმა შვილმა მოჭრა ორი აკაცია, ამ კაცმა კიდევ 52. შენ გიწერია
სიკვდილი და ჩემ ხელში მოკვდები.“- მიმართავს მწყემსი, იორმუღანლოს
თემის მკვიდრი (სახელი და გვარი არ გვითხრა) მამუკა გარსენიშვილს.
გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული
სამმართველოს იურისტი გიორგი სურამლიშვილი ამბობს, აღნიშნულ
ტერიტორიაზე ტყე-კაფი გამოყოფილი არ არის და ხე-ტყის მოპოვება
უკანონოდ ხდება.
-„ოთხი წელია რაც აქ ვმუშაობ და თავწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე ხის
უკანონო ჭრის ფაქტები ყოველ წელს ვლინდება. დგება შესაბამისი
სამართალდარღვევის ოქმი და მასალები რეაგირებისთვის დედოფლისწყაროს
რაიონულ სასამართლოში იგზავნება. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში
ვახორციელებთ მონიტორინგს. დედოფლისწყაროს რაიონში რამდენიმე ტყე-კაფი
არსებობს, თუ ვინმეს სურს გათბობისთვის საშეშე-მერქანი კანონიერად
მოიპოვოს ამისთვის ყველა რესურსი არსებობს.“
როგორც speqtri.ge-ს გარემოსდაცვითი ზედამხედვედელობის დეპარტამენტის
კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ზურა ბეგიაშვილმა განუცხადა,
აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიტორინგს კიდევ ერთხელ განახორციელებენ.
მწყემსებს ყანების განადგურებაში ადანაშაულებენ
გარდა ტყის გაჩეხვისა, სოფელ ოზაანში მცხოვრებლები მწყემსებს საძოვრის
გამოც უპირისპირდებიან. მათი თქმით, ფერმებს საძოვარი არ აქვს,
მწყემსები კი საქონელს ყანაში აძოვებენ.
-„საშემოდგომო კულტურები მითესია, ხორბალი და ქერი. მიწა ბანკიდან
აღებული სესხით დავამუშავე, რასაც გარშემო მყოფი ფერმების საქონელი
მინადგურებს. ფერმა ჩემი სოფლელისაა. ადრე მანდ ბლოკის ცეხი იყო.
ყველა ჩვენი ნაკვეთებით გადის იოლას და საქონელს აქ აძოვებს.“- ამბობს
მამუკა გარსენიშვილი.
აღნიშნულ საკითხზე საუბრობს ოზაანის მკვიდრი ოთარ გარსენშვილიც.
როგორც თავად ამბობს, აპირებს დახმარებისთვის პოლიციასაც
მიმართოს.
-„ხშირია შემთხვევა, როდესაც მივდივარ ნაკვეთებში და ნათესები უკვე
განადგურებული მხვდება. გარშემო რომ ფერმებია, მოსავალს მათი საქონელი
აჩანაგებს. მარტო ისინი კი არა, მიმდებარედ გადასარეკი ტრასაა და ზოგი
შორიდანაც მოდის. ძალიან ვწუხდებით. ისეთი შემთხვევა არ იყო, რომ
ნაკვეთში მიმეტანებინა ცხვარ-ძროხისთვის და პოლიციაში დამერეკა. მაგ
ხერხსაც ვცდი, იქნებ რამე გამოვიდეს. თუ არადა თავი უნდა დავანებო
ხვნა-თესვას. ჩვენ ვწვალობთ, მოსავალი სისხლის ფასად მოგვყავს და
რისთვის ვმუშაობთ?! “-გვიყვება ოთარ გარსენიშვილი.
ბრალდებას უარჰყოფს ერთ-ერთი ფერმის მწყემსი, რომელმაც სახელი და
გვარი არ გვითხრა. მისი თქმით, ადგილობრივების ნაკვეთებს არა მისი,
არამედ სხვისი საქონელი ანადგურებს.
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი,
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ
ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,
მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა
აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში,
ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც
დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის
დასახელებები.
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის,
ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ
მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან
თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს -
Jira, Jira Service Management და Confluence.
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია
დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე
ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის
დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს
სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული
დაფინანსებით სთავაზობს.
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი
გამოვლინდა.
„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს
კონკურსი 22-ედ ტარდება.
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც
ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ
ასპექტში.
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც
კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა
მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.
მასალის გამოყენების პირობები